ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბოლო 24 საათის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურინული ცნობები

გთავაზობთ გასული 24 საათის მანძილზე იუვენტუსის გარშემო განვითარებულ მოვლენებს..

თავდაპირველად მწვრთნელთან მიმართებაში დავიწყოთ.. ტუტოსპორტი სხვა წყაროებთან ერთად, ასევე ეხმაურება გუშინდელ შეხვედრას რომელიც ანდრეა ანიელისა და მაურისიო სარის შორის შეხვდა.

პრეზიდენტთან გულახდილი საუბრის შემდეგ, გაჩნდა ცნობები, რომ ანდრეა სრულ მხარდაჭერას უცხადებს მაურისიოს მაგრამ ეს თავად მწვრთნელისგანაც სწორად აღქმული უნდა იყოს..

სარიმ ნდობა თამაშის ხარისხით და შედეგით უნდა გაამყაროს.. იმ შემთხვევაში თუ უახლოეს ერთ თვეში სიტუაცია არ შეიცვლება, მაშინ საუბრები პეპ გუარდიოლაზ და მაქს ალეგრიზე გაძლიერდება.

სატრანსფერო საკითხებზე სანამ გადავიდოდეთ, პოზიტიური ცნობები ჯორჯო კიელინისთან დაკავშირებით. კაპიტანი სრულფასოვან საწვრთნელ სესიას შეუდგა და მის განაცხადში შეყვანას უახლოეს ხანებში ელიან.

აარონ რემზის შესაძლო წასვლაზე უკვე არაერთი წყარო წერს. ერთ-ერთ ვარიანტად ბაიერნიც დასახელდა.. არავისთვის არის სიახლე, რომ ტურინელები ფელიპე კოუტინიოთი ინტერესდებიან.. 

აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული იტალიურ-გერმანული საქმიანი ურთიერთობა კიდევ ერთი ტრანსფერით გაგრძელდეს..

ჯერ კიდევ გაურკვეველია ტომას მუნიეს მომავალი.. ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება და მის გახანგრძლივებას ჯერ არ ჩქარობს.. ფაბიო პარატიჩი სიტუაციას ზედმიწევნით აკონტროლებს და შესაძლოა უახლოეს პერიოდში აგენტთან კონტაქტზეც გავიდეს.

დუგლას კოშტას მორიგ ტრავმაზე ყველამ ყველაფერი ვიცით.. უბრალოდ ციფრებს რომ შევხედოთ ნათელი ხდება, თუ როგორ აკლდება იგი ტურინულ გრანდს..

ტრავმების გამო ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა გამოტოვა.. მაგრამ სადაც მინდორზე გამოსვლა მოასწრო 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა..

ყველაფერთან ერთად, უმეტესწილად როდესაც სამხრეთ ამერიკელი მოედანზეა, სწორედ მის აქტიურობას მოაქვს მეტოქის კართან სახიფათო ეპიზოდი..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x