Tuttosport იუვენტუსის საორიენტაციო შემადგენლობას აქვეყნებს

ჯანლუიჯი ბუფონი
Tuttosport -ი ტრადიციულად სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას გვთავაზობს..
როგორც მოგეხსენებათ, დღეს ტურინში ერთმანეთს იტალიის თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში იუვენტუსი და მილანი დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა თბილისის დროით 23:45-ზე გაიმართება და ბუნებრივია, ჩვენ ამ დაპირისპირების პირდაპირი ტრნასლაციის რამდენიმე ბმულს შემოგთავაზებთ.
ახლა კი უშუალოდ საფეხბურთო ასპექტებზე და იმ საორიენტაციო 11 იუვენტინოზე გადავიდეთ, რომლებიც ზემოთხსენებული გამომცემლობის მოსაზრებით როსონერის პირველსავე წუთებიდან დაუპირისპირდებიან..
დუგლას კოშტას ტრავმიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით მაურისიო სარი 4-3-1-2 ტაქტიკურ მოდულს დაუბრუნდება..
კარში ჯანლუიჯი ბუფონს ვიხილავთ.. სათასო შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში სწორედ მას შევეჩვიეთ..
დაცვის მარჯვენა ფლანგზე ტრავმა მოშუშებული მატია დე შილიო გაირჯება.. ცენტრალურ ზონაში ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი.. მარცხენა ფლანგზე “უკვდავი” ალექს სანდრო..
ახლა კი ყველაზე დიდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გავლილ ზონას შევხედოთ..
ვერონასთან შეხვედრის შემდეგ, შუახაზელებს ყველაზე დიდი აგრესია შეხვდათ.. მათი თამაში იყო უსუსური და გრანდისთვის ყოვლად შეუფერებელი..
ვერონა მატჩის პირველ 40 წუთს სწორედ შუახაზზე დომინირების გამო აკონტროლებდა..
ტუტოსპორტის ცნობით სარი გარკვეულ ცვილებებს შეიტანს, თუმცა არა ძირეულს.. კერძოდ სასტარტოში ადრიენ რაბიოს ნაცვლად ბლეზ მატუიდი იქნება.. დანარჩენი ორი კი ისევ როდრიგო ბენტანკური და მირალემ პიანიჩი..
ტრეკუარტისტას ფუნქციას აარონ რემზი შეითავსებს, რომლის თაობაზეც ბევრი კითხვის ნიშანია.. პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ზაფხულში მას გუნდის დატოვება მოუწევს.
თავდასხმის დუეტს წესით და რიგით კარგ ფორმაში მყოფები პაულო დიბალა და კრიშტიანო რონალდუ შეადგენენ..

ჩემი აზრით პიანიჩმა სანდრომ და ბონუჩიმ უნდა დაისვენონ
დგეს ალბათ მოვიგებთ 3-0 :)
სანდრო მოედანზე ვეღარც დადის კვე ერთხელ არ შეიძლება 3 მცველი ათამაშოს ანაც ბლეიზა ფლანგზე? ხომ იყო ერთხელ ცუდათ არ უთამაშია
აი დღეს მოიგებენ თუ წააგებენ სულ მკიდია, ეს ჟანგიანი იტალიის თასიც საერთოდ არ მაინტერესებს.
ერთი ის ინტრიგა იქნებოდა ფინალი რომ იუვე-ინტერი ყოფილიყო, მაგრამ მგონი ნაპოლი ამ შანს აღარ გაუშვებს ხელიდან.
ისე სულ თავისუფალ აგენტებზე ჩალიჩობენ ჩვენები და მიკვირს როგორ გაუშვეს ხელიდან ერიქსენი.
ფეხბურთელები უფრო აჩმახებენ ვიდრე მწვრთნელი.რომელ ფეხბურთელს არ მისცა სარიმ შანსი ? რითი არიან უკმაყოფილოები? ნუ ბერნარდესკის ვაფშე ხმა არ აქ ამოსაღები.პიანიჩს სჭირდება 2 მატჩიანი პაუზა ტიპი გადაიწვა.
სანდროც გადამწვარია, შტერივით ღა დარბის. რა უქნეს ტიპს მთელი სეზონი ზამენა არ ყოლია …
Sarim gasaxdelshi gadauara naxev gundso weren))) tan utqvams ro vigacam damexmaros undao dd)) paratichma buffons da kielos shexvda)) nu albat mag temaze iyo saubari)) moedanze ro daseirnobs naxevari gundi)))
დასახმარებლად მეორე მწვრთნელი ყავს. ერთი რაშიც შეიძლება გუნდი დაეხმაროს ისაა, რო ბევრი თამაში წააგონ და მალე მობოლტონ გუნდიდან.