ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”მომწონს გადაცემები, მაგრამ მომენტებს ვერ ვქმნით”

მილანთან შეხვედრის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი ჟურნალისტებს შეხვდა და საკუთარი მოსაზრება გაუზიარა:

“მიზეზი თუ რატომ ვრჩები საფეხბურთო სამყაროში არის მარტივი.. ჯერ კიდევ მწამს, რომ უმაღლეს დონეზე შემიძლია თამაში. 

არის სიტუაციები, მაგალითად როგორიც იუვენტუსში დაბრუნება იყო, რომლებიც მოტივაციას გვძენს. 

მომწონს როგორ დავიწყეთ თამაში გადაცემების თვალსაზრისით, მაგრამ მეტოქის კართან ცოტა მომენტს ვქმნით. ფრე კარგი შედეგია, თუ თამაშის სცენარს გავითვალისწინებთ, მიუხედავად იმისა რომ ანგარიში საპასუხო შეხვედრაში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ იძლევა.

კასტილიეხო, იბრაჰიმოვიჩი და ერნანდესი  საპასუხო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ? არ ვიცოდი..

სხვათაშორის იბრას თემაზე მეცინება.. ხმამაღლა ამბობდნენ რომ მილანი 38 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას აპირებდა.. ახლა კი ყველა თანხმდება, რომ მისი არყოფნა გუნდზე ნეგატიურად მოქმედებს.

როდესაც ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, ყველა ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ.. ზლატანის გამო ბედნიერი ვარ! შვედი ექსტრაარაორდინალური ჩემპიონია.

კრიშტიანო რონალდუ ბრწყინვალეა! ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გადავწყვიტე უკან დაბრუნება, სწორედ პორტუგალიელია.. მის გვერდით ყოფნა და ვარჯიში არის მუდმივი სიახლე!

დანიელე მალდინის მაისური? ჩემს კოლექციაში არის ენრიკო კიეზასი და მისი შვილის, ლილიან ტურამის და მისი შვილის, ჯორჯ ვეასი და მისი შვილის და ახლა უკვე პაოლო მალდინის და მისი შვილის.. ველოდები მათი შვილიშვილების მაისურს!”

13 thoughts on “ბუფონი:”მომწონს გადაცემები, მაგრამ მომენტებს ვერ ვქმნით”

  1. ნაბოსვარმა რაიოლამ ნედვედთან მქონდა საუბარი პოგბაზეო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე რაიმე კონკრეტულს ვერ ვიტკვიო.

  2. თვითონ ფეხბურთელები თუ გამოვლენ კონკრეტულ თამაშზე კონცენტრირებულები, თორემ ამათი გუნდური თამაშის იმედი სტაბილრად აღარ მწამს ამ სეზონში.

    1. ვერონასთან ბენტანკურმა ქუსლაობა რომ დაიწყო ბურთი დაკარგა და გოლად დაგვიჯდა გასახდელში მაგის გამო სარი გაგიჟებულა. იგივე გააკეთა წუხელ კვადრადომ, ესეიგი რაღაც პრობლემაა

      1. ვერ ააწყო გუნდური თამაში სარიმ.

        ისე რეალურად რომ შეხედო, როცა შემადგენლობაში გყავს ერთად ერთუჯრედიანი დეშილიო, კვადრადო და მატუიდი, იდეაში ვერც გამოგივა კომბინაციური თამაში.

        ამას + უსარგებლო რემზიც.

  3. კარგით რა, რა ბოლო ჩასვრილი, სოფლიდან რომ პირველად ჩავა ბავშვი ქალაქში ისეთ პონტშია სარი როგორც ვატკობ. ძალიანა აჭრილი ისედაც და ახლა ანიელმაც რომ დაუჭოჭა მთლად აზრზე ვეღარაა.

    არა მგონია სარიმ სიტუაცია გამოასწოროს.

    ნეტა ვცდებოდე …

  4. მე მაინც ვფიქრობ რომ ნახევარდაცვის სისუსტე არაინდივიდუალურია და პრობლემა სხვა რამეშია ან ფსიქოლოგიურში ან სიზარმაცეში. პოგბა და კროოსიც რომ მოიყვანონ არამგონია დიდად რამე შეიცვალოს. ამდენი წლებია ვიძახით ნახევარდაცვა ნახევარდაცვა, რემზიც მოვიდა და მატუიდიც, რომელი იყო მათი წინააღმდეგი მანამდე? მაგრა…..

    1. ra psiqologia gadaob )) romelia top donis motamashe,ertaderti rabio iko normaluri da isic puls daxamda,erti weli skamze ro ijdebi 24 wlis bichi 1-2 milionis gamo,imisgan ra tamashi unda moitxovo )) dominantur pexburtshi naxevardacva rom kvelaze mnishvnelovani poziciaa kvelam kargad vicit da magito araa sari gasashvebi,ar kavs kacs shesabamisi pexburtelebi da amatma eriksenistvis 10 milioni ver gaimetes))

  5. ეს იქნება ბოლო ჩასვრილი მატჩი მეც ასე ვფიქრობ.რა დაცვა და ნახევარდაცვა ტო იგივე სასტავით ხან ისე დავფრინავთ ხან ასე ეგ უკვე არასტაბილურობზე მეტად არ მინდა თამაშს გავს.პიანიჩი უნდა დაასვენოს გადაიწვა ტიპი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.