მაურისიო სარი მილანთან მატჩზე საუბრობს
იტალიის თასის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში, რომელიც სან სიროზე გაიმართა იუვენტუსმა მატჩი ფრედ დაასრულა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მაურისიო სარი შეხვდა:
“გასულ შეხვედრასთან პარალელი, რომ გავავლოთ უნდა აღვნიშნო რომ გადაცემების თვალსაზრისით უკეთ გამოვიყურებოდით..
დაცვიდან კარგად ამოვდიოდით, მაგრამ მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს პრობლემები გვექმნებოდა.. თითქოს არ ვიცოდით, რის ხარჯზე უნდა გაგვეარა უკანასკნელი 30-20 მეტრიანი ხაზი.
ვერონასთან ყველა კუთხით ცუდი შეხვედრა გავმართეთ, მაგრამ მილანელებთან პოზიტიურ შედეგს მივაღწიეთ, რაც აღსანიშნავი ფაქტია.
რიგ ეპიზოდებში ჩვენ მსუქუბად და მოშვებულად ვმოქმედებდით.. განსაკუთრებით საჯარიმოში ჩაწოდებების დროს.. როდესაც იქ ზლატან იბრაჰიმოვიჩია ეს ყველაფერი დაუშვებელია, რადგან საკუთარი ფიზიკური გაბარიტებიდან გამომდინარე, შვედი დაცვის ხაზს წელავს და სივრცეებს აჩენს.
შედეგზე არ ვნერვიულობ.. რეალურად ცხოვრებაში ყველაზე დამაფიქრებელი რამ ჯანმრთელობაა. ჩემი აზრით გუნდი ახლა ნორმალურ ფაზას გადის. შეუძლებელია მთელი სეზონი პროგრესირებდე.
ეს ხომ სპორტია და ბევრი რამ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კონდიციებზეა დამოკიდებული..
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ზრდა შეჩერდა.. გავუშვით ბურთები, რომლებიც თავისუფლად შეგვეძლო რომ თავიდან აგვეცილებინა.. არადა ამ ყველაფერს რომ ვამბობ, ვუყურებ სერია ა-ს ცხრილს და საუკეთესო დაცვაზე მხოლოდ ორი ბურთით მეტი გვაქვს გაშვებული.
მირალემ პიანიჩმა კარგი შეხვედრა გამართა.. აარონ რემზი პირველი ტაიმში ასევე მომეწონა, მაგრამ შემდგომ დაიკარგა.. კრიშტიანო რონალდუ გუნდს იყო მოწყვეტილი და ამიტომაც ვერ ახდენდა მატჩზე ზემოქმედებას.. თუმცა, არ მიმაჩნია რომ შუახაზი ინერტულად მოძრაობდა.
ზუსტად 15 დღის წინ ვიყავით კარგ ფორმაში, ახლა კი პრობლემები გვაქვს.. ეს ფეხბურთია და ძალიან რეალურია, მომდევნო 15 დღე კვლავინდებურად მაღალ დონეზე ჩავატაროთ.
ჯორჯო კიელინი? როდესაც საუბარი მსგავსი დონის ფეხბურთელებზე მიდის, ბუნებრივია ასეთი ფიგურა ყველას დააკლდებოდა.
ეს არის ტოპ მოთამაშე, რომლის არყოფნა ყოველდღიურად იგრძნობა.. ჯორჯოს აქვს განსაკუთრებული ხასიათი და ენერგია, რომლითაც დაცვის ხაზს საიმედოს ხდის.
ნამდვილად არ ვიცი რა პერიოდი დაჭირდება.. გუშინ, 50 წუთი ითამაშა ჩვენი ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მომავალ კვირას მისთვის ახალ ტესტებს დავგეგმავთ, რის შემდეგაც ვისაუბრებთ..”
მთავარია არ ნერვიულობს სარი. შემდეგ 15 დღეში თუ არ გვეშველა იმის მერე 15 დღეში გვეშველებაო. გააჩნია ვარსკვლავები როგორ განლაგდებიანო. :))) რას ბოდიალობს, ვინმეს მართლა მოგწონთ ამის ინტერვიუები ან რა თამაშსაც ათამაშებს გუნდს???
იუვეს ბალეშიკების უმრავლესობისთვის მე მგონი ტაბლოა მთავარი და შედეგს თუ კაი თამაშით დავდებთ ხო საერთოდ უკეთესი, მაგრამ ეხლა არც შედეგია და არც თამაში, წაგება ნახევარდაცვას შეილება დააბრალო ვთქვათ სიტისთან,მაგრამ ვერონასთან და მილანთან ან თუნდაც ნაპოლისთან რო ნახევარდაცვას დააბრალებ ტეხავს. ეს სარიბოლი კიდე მითია რაღაც)))
ra shedegi ar aris zma))) seriashi 1ze vart,ligaze 1 adgilze gavedit waugeblad,tasze shemdeg etapze vart 10000% meti ra shedegi ginda)))
ამ შედეგს 8 წელია ვდებთ და რაღას მოყავდათ სარი, რომელი გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელი ეგაა რო ლიგა დაედო)) მარა ალეგრი გასაშვები იყო
თებერვალში იუვე ყოველთვის აფუჭებს მინიმუმ ორ თამაშს, მარა ეს გუნდი გუნდს არგავს )) ალეგრი სვარკას თამაშობდა, მარა რეალთან 0-3ის მერეც იმედი გქონდა გასვლის. ეს ლიონს ან გასცდება ანა არა
შე კრეტინო შენა, ახლა რო კრიზისი აქვს გუნდს, ის გუნდი როდისღა მოუმატებს? მომავალ სეზონში? ალეგრის დროს ფორმის პიკი ზუსტად ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისს ემთხვეოდა. ამან ვაბშე დედა უტირა ყველაფერს. წადი რა ტავი დაგვანებე, ხო ხედავ არ გამოდის არაფერი.
Alegri ginda dabrundes???)))
კი ალეგრის დაბრუნებას მივესალმები ნამდვილად.
Alegris dabruneba ginda da giovinco gevaseba?)))
კი მაგარი ფორმის პიკი ქონდა ალეგრის. ეს ალბათ სხვა განზომილებაში უყურებდა იუვეს თამაშებს. სახლში რეალთან 0-3 და მკვდარი იუვე იყო კი ფორმის პიკი )))) ან მანამდე პარმამ რომ ათრია სახლში
როგორც შენ ამბობ “ეს”, აშკარად შენზე უკეთეს განზომილებაში უყურებდა იუვეს თამაშებს. რაც შეეხება თრევას და გაუპატიურებას, სარის ხელში ჯერ კიდევ წინა აქვს იუვენტუსს. სულ ცოტა დაიცადე და შენი თვალით ნახავ, სკუდეტოს ინტერი რო წაიღებს, მილანი რო ტურინში დაუდებს ქამბექს თასზე და ლიგაზე კიდე ლიონს თუ გაცდა გუნდი, ნებისმიერი მეოთხედფინალისტი რო იხმარს სარის საფეხბურთო ფილოსოფიას ტრასის კახპასავით. bianconeri.10 ალეგრის დაბრუნების სურვილი და ჯოვინკოს დავასება რატო უნდა უშლიდეს ერთმანეთს ხელს ნეტავი?