მინო რაიოლა:”მატუიდი დღევანდელ იუვეში მნიშვნელოვანი ფიგურაა”
მიუხედავად იმისა, რომ ბლეზ მატუიდის მიმდინარე სეზონში ვისაც არ ეზარება ყველა აკრიტიკებს, როგორც ჩანს იგი მომავალშიც იუვენტუსის მაისურით იასპარეზებს.
მინო რაიოლამ მკაფიო კომენტარი გააკეთა, როდესაც ჟურნალისტები ფრანგი მოთამაშის მომავლით დაინტერესდნენ:
“ერთია თქვენ რა მოგწონთ და მეორეა, გუნდს რა მახასიათებლების მოთამაშე ესაჭიროება..
ბლეზი არის სწორედ ის მოთამაშე, რომელიც დღევანდელ იუვენტუსში მწვრთნელისთვის საჭირო დავალებებს ასრულებს.
სიტუაცია მარტივად გამოიყურება.. თუ გუნდს ჩემი კლიენტის შენარჩუნება უნდა, იგი აქ დარჩება.. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოთავაზებების ნაკლებლობას არასდროს განვიცდით.
მაგრამ ეს საკითხი ფაბიო პარატიჩისთან უკვე დიდი ხანია გავიარეთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მატუიდი ტურინში რჩება.
პოლ პოგბასთან დაკავშირებით სიახლეს ვერაფერს გეტყვით. დასამალი იმაში არაფერია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მსგავსად იტალია მისთვისაც მეორე სახლია.
პაველ ნედვედს ბევრ თემაზე ვესაუბრები და მათ შორის პოგბაზეც.. თუმცა, მისი თავისთან ხილვა სხვა გრანდებსაც უნდათ.. რეალურად კი ახლა მანჩესტერ იუნაიტედის წევრია.”