ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი ბრეშასთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკოფერენციას, რომელიც ბრეშასთან მოახლოებულ დაპირისპირებას დაეთმო.

შეგახსენებთ, შეხვედრა 16 თებერვალს თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება:

“ყველამ ვიცოდით, რომ გარკვეული პრობლემები შეგვექმნებოდა იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ გუნდი სათამაშო სტილს იცვლიდა.

ამიტომ კარგი იქნება თუ რაიმე პანიკას არ შევქმნით.. ჩვენ ახლა სტანდარტულ ფაზას გავდივართ და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აქედან კარგ შედეგს გამოვიტანთ და წინ წარმატებულ გზას გავივლით.

კითხვა გადამწყვეტ შეხვედრაზე სისულელეა..

ასეთი არ იქნება.. ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ თითოეულ დაპირისპირებას სრული სერიოზულობით მივუდგეთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.. ქულებს კი მაისში დავითვლით.

არ არსებობს რაიმე დაცვითი სტილი, რომელიც აგრესიას არ გულისხმობს.. ამიტომ პასირუობაზე საუბარი სისულელეა..

მილანთან სათასო შეხვედრაში ჩვენ უმეტესწილად კარგად გამოვიყურებოდით, თუ მეტოქის მაღალ სათამაშო სიჩქარეს გავითვალისწინებთ..

ვიცით, რა შეცდომებიც დავუშვით და მათ გამოსასწორებლად ბევრს ვშრომობთ.

მცველების თამაში? თამაშს იგებს გუნდი და აგებს გუნდი..

არ არსებობს ერთი რომელიმე ფეხბურთელი ან ზონა რომელსაც დავადანაშაულებთ.. ჩაწოდებების დროს მეტი ყურადღება გვმართებს.. არ შეიძლება ასევე სიღრმეში ჩაჯდომა, რადგან ამ შემთხვევაში მეტოქეს დიდ სივრცევს ვუტოვებთ..

ერთი სიტყვით არის ნიუანსები, სადაც პასუხისმგებლობა თანაბრად ყველაზე გადადის.. თუ ერთიანი მექანიზმივით დავიწყებთ საქმის კეთებას, ეს ჩვენს შედეგამდე რაც ჩაფიქრებული გვაქვს, უფრო იოლად მიგვიყვანს.

ბრეშა? კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით და ფეხბურთელებით..

ისინი თამაშობენ ფეხბურთს ყოველგვარი ფსიქოლოგიური პრობლემების გარეშე.. აქვთ თავისი გეგმა და ეცდებიან მიზნის მიღწევას.. საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა მათ წინ ვინ არის.. ასეთ გუნდებთან თამაში ყოველთვის სახიფათოა..

ფედერიკო ბერნარდესკი გამოჯანმრთელების გზას ადგას.. დიდი ალბათობით იტალიელი მომავალ კვირას დაგვიბრუნდება.. მიუხედავად დამაკმაყოფილებელი ტესტებისა, მე არ მსურს მისი ჯანმრთელობით გარისკვა და უმჯობესია მომდევნო მატჩებში დაგვეხმაროს.

იურგენ კლოპის ინტერვიუ წავიკითხე.. მაგრამ მან ისიც თქვა, რომ სერია ა-ს სანახავად დრო აღარ რჩება..

შესაბამისად იგი მოწყვეტილია იმ ამბებს რაც აქ ხდება. გერმანელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტია!

მირალემ პიანიჩის მდგომარეობა უნდა შეფასდეს.. სიმართლე გითხრათ მაღიზიანებს ის კომენტარები რაც მის გარშემო არის.. ბოლო შეხვედრაში პოზიტიური ციფრები დაფიქსირდა, მაგრამ მაინც აკრიტიკებდნენ..

კონკრეტულ მოთამაშეებს დაღლა ეტყობათ.. ეს ციფრებშიც ისახება.. ამიტომ კარგად მომიწევს შემადგენლობის შერჩევა.. ფაქტია, ახლა საჭირო არიან ისინი ვისაც უფრო მეტი ენერგია აქვს.

მეკარეთა სიტუაცია? კარგად ვიცოდით რომ ჯანლუიჯი ბუფონი ბრწყინვალე კონდიციებში იმყოფებოდა.

მან 11 შეხვედრაში იასპარეზა და თითოეული უმაღლეს დონეზე! ერთი სიტყვით ეს არის ის პოზიცია, სადაც საერთოდ არაფერი არ გვიჭირს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x