ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსი პაულო დიბალას და ხუან კუადრადოს გოლების წყალობით ბრეშას დამარცხება მოახერხა. 

გთავაზობთ მოთამაშეფათა შეფასებებს, რომლებიც მატჩის დასრულებისთანავე კორიერე დელა სერამ გამოაქვეყნა:

შესნი – 6.5 – კარიდან დროული გამოსვლებით გუნდს დიდ თავისტკივილს აცილებს. მატჩის ბოლოსაც კონცენტრირებულია, როდესაც მეტოქე მისი კარის აღებას ცდილობდა.

დანილო – 7 – ტრავმის შემდეგ აშკარად კარგი განწყობით დაბრუნდა. ფიზიკური კონდიციების თვალსარზისით კითხვის ნიშნები არ არის.. თამაშიც კარგად და საიმედოდ ერთვება.

რუგანი – 6 – შეცდომები.. ნერვიულობა.. განსაკუთრებით როდესაც ბურთთან იმყოფება.. საჰაერო ორთაბრძოლებში მეტ-ნაკლები წარმატებით მოქმედებს.. რიგ ეპიზოდებში მეტოქეს აძლევს საშუალება შესნის კარს სახიფათოდ შეუტიოს..

ბონუჩი – 6 – მის პარტნიორს დაცვის ხაზიდან კი ჯობდა, მაგრამ საერთო ჯამში ეს არაფერს ცვლის.. იღებს გაფრთხილებას და აძლევს ბალოტელის საშუალებას შესნის კარს სახიფათო ზონიდან დაემუქროს.. გადაცემებშიც იდეალური არ არის.

კიელინი – 78 წუთიდან – 6 – კაპიტანი დაბრუნდა და ეს ამ დღის საუკეთესო სიახლეა!

ალექს სანდრო – 6 – ფრთხილობს უკანა ხაზში.. სწორედ ამ ფუნდამენტით იწყობა მისი შეტევაში წასვლა.. მიდის მაშინ როდესაც გუნდი ამას უკიდურესად საჭიროებდა.

რემზი – 5.5 – საწყისი 30 წუთი შეცდომების გარდა არაფერი გაუკეთებია.. პირველი ტაიმის ბოლოს ოდნავ ასწორებს მდგომარეობს.. სწორედ მასსზე ჯარიმდებიან, როდესაც მსაჯმა ბრეშას ფეხბურთელი გაუძევა.. ხოლო დიბალამ შანსი გამოიყენა და ანგარიში გახსნა.

პიანიჩი – 66 წუთიდან – მატუიდი- 72 წუთიდან – 6.5 – სწორი განწყობით გამოდის. აკეთებს მისთვის არადამახასიათებელ ორიგინალურ გადაცემას, რომელიც ყველაფერთან ერთად საგოლე აღმოჩნდა.

ბენტანკური – 6 – სუსტად იწყებს.. მისგან პროგრეს ელიან და ისიც წუთიდან წუთამდე მუშაობდა, რითაც საბოლოო ჯამში მოახერხა თამაშის რითმის დაჭერა და კლუბისთვის დახმარება. 

რაბიო – 6 – არაფერი ცუდი და  მაინც და მაინც კარგი.. მუშაობს.. ბევრს დარბის და ერთი სიტყვით მატუიდის არ ყოფნაში, სწორედ მის მხრებზე იყო ყველაზე შავი საქმე.

კუადრადო – 7 – ამ კრიზისულ სიტუაციაში, თითქოს მაურისიო სარიმ სწორედ მასში დაინახა ის ვინც, ამ რთულ პერიოდს პროდუქტიულად გადაატანინებს. დიბალასთან ინტენსიურად ცვლის ფლანგებს.. ქმნის რიცხობრივ უპირატესობას და ეს ყველაფერი ბოლოს გოლადაც გარდასახა.

იგუაინი – 6 – იწყებს სასტარტოში.. ცდილობს დიბალასთან კომბინირებას.. აქვს შანსები, მაგრამ არ არის იმდენად ცივსისხლიანი, რომ მათგან რომელიმე გოლად გარდასახოს.

დიბალა – 7 – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაიმის მიწურულს დარტყმული ბურთი იყო ყველაზე რეალური და ამავე დროს შედეგიანი ეპიზოდი.. იყო ძელიც.. იყო ელეგანტური მოძრაობები და ეფექტური ცრუ მანევრირებაც.. არგენტინელი ინარჩუნებს ფორმას.

სარი – 6 – პირველ 45 წუთში მისი გუნდი ქაოტურად გამოიყურებოდა.. დიბალას გოლმა სიტუაცია შეცვალა და მეორე ნახევარში ტურინელები უფრო თავდაჯერებულები გამოიყურებოდნენ. გამარჯვება რომელიც წესით დადებითად უნდა წაადგეს მასაც და მოთამაშეებსაც. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x