ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი:”დამსახურებული გამარჯვება”

გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ კომენტარს. 

რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ, გუნდმა შინაურ კედლებში ბრეშა დაამარცხა, თუმცა უშუალოდ თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს:

“გავაკეთეთ ის რაც დავგეგმეთ.. მოთმინება მთავარია და ჩვენ მისი დახმარებით, სრულებით დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

კარგი სტარტი გვქონდა, შემდეგ პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ მათ გამოსწორებას ნაბიჯ-ნაბიჯ გავუყვევით, რომელმაც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა.

პაულო დიბალას დღევანდელ დაპირისპირებაში მეტი თავისუფლება ქონდა, ხოლო ხუან კუადრადოს სიტუაციიდან გამომდინარე სხვა პოზიციასთან ადაპტირება.

პრობლემა გუნდში უდაოდ არის.. არაერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც კონკრეტული პოზიცია არ გააჩნიათ ან სათამაშო სტილთან მიმართებაში სხვა როლში ყოფნა უწევთ.

დიბალა მაგალითად ფორვარდია, რომელიც უკან ეფექტურად ჩამოდის.. კრიშტიანოს კი ფლანგზე სიღრმეში ყოფნა მოწონს.. მაგრამ ერთი პოზიციით არ შემოიფარგლება.

რონალდუს დასვენების საშუალება მივეცით, რადგან შეუძლებელია მისი ყოველ დაპირისპირებაში გამოყენება.. აქედან გამომდინარე ბრეშასთვის სწორედ ეს ტაქტიკა შევიმუშავეთ.

დღეისათვის, ჩვენ უფრო მეტად შემტევი ტრიოთი ვუტევთ, რადგან აარონ რემზიმ მკაფიოდ გვითხრა რომ უფრო მეტად ცენტრში თამაში სურს და არა ტრეკუარტისტაზე. დიბალა კი თავის მხრივ უპირატესობას უფრო ზევით თამაშს ანიჭებს.

ვფიქრობ, უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით რემზიმ მოუტამა.. განსაკუთრებით მოძრაობებში და დაცვით ასპექტებში.. 

ისტორიას თუ გადავხედავთ, კარგად გამოჩნდება რაოდენ უჭირთ ბრიტანელებს იტალიურ სტილთან ადაპტირება, რადგან ჩვენ ძალიან ვართ ტაქტიკურ ნიუანსებზე დამოკიდებულები, ხოლო ისინი ინგლისურ თავისუფლებას არიან მიჩვეულნი.

თუმცა, აარონის თამაშით მართლა კმაყოფილი ვარ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მან დაძლია სირთულეები და ახლა უკვე თავისუფლად შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში.

სიმართლე გითხრათ ჯორჯო კიელინის მოედანზე შემოსვლა მისი ინიციატივა უფრო იყო. თამაშს ვუყურებდი და როდესაც მოვტრიალდი ჩემს უკან მაისურით მყოფი ჯორჯო დავინახე, რომელმაც მკითხა -“რა სათამაშო დროს მივიღებ?”

ამ ყველაფერს ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან ჯიუტად იძახდა, რომ ბოლო 10 წუთით მინდორზე გამოსვლა სურდა. 

პიანიჩთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.. ეს უფრო ხვალ, როდესაც ბოსნიელი სრულ სამედიცინო შემოწმებას გაივლის”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x