დელ პიერო:”გუარდიოლა იტალიაში?”
ალესანდრო დელ პიერო
პეპ გუარდიოლასთან დაკავშირებით არაერთი სიახლე დაიწერა.. ჟურნალისტებთან საუბრისას ალესანდრო დელ პიერო დადებითად შეხვდა ესპანელის ტურინში დანიშვნას:
“მან ყველგან ყველაფერი დაამტკიცა.. მოიგო ესპანეთში, გერმანიაში და ინგლისში.. აქვს საინტერესო ხედვა და ვფიქრობ, ახლა დროა იტალიაში და საფრანგეთშიც მოიგოს.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მოახლოებული ზაფხული ზედმეტად ცხელი იქნება.. ტურინში ამ ვარიანტს აუცილებლად განიხილავენ!
ჩემპიონთა ლიგა? იუვენტუსი და ლივერპული ყველაზე ხშირად მესმის.. მაგრამ იგივე რეალის დავიწყება დიდი შეცდომა იქნება.
საერთოდაც ეს ყველაზე სპეციფიკური ტურნირია, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.. ყოველთვის შეიძლება სიტუაცია 180 გრადუსით შეიცვალოს.. შენ ვალდებული ხარ პირველიდან უკანასკნელი წამამდე კონცენტრირება და ცივსისხლიანობა შეინარჩუნო.”
გუარდიოლამ სულ რო leaguetwo-ში ჩაგვაგდონო მაინც აქ დავრჩებიო