მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია
გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც სპალთან მატჩს დაეთმო:
“წინასწარ მსურს ხაზი გავუსვა, რომ გუნდი ორიენტირებული არის მოახლოებულ დაპირისპირებაზე სპალის წინააღმდეგ.
ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ფიქრს, უშუალოდ მაშინ დავიწყებთ, როდესაც ხვალინდელი შეხვედრა დასრულდება.
იოლი ბრძოლა არ გველის.. ამას ისტორიაც მეტყველებს.. მათ დაიწყეს სამ მცველიანი ტაქტიკით თამაშეს, ხოლო შემდგომ ორ მცველიანზე გადავიდნენ.. ასე რომ ინტენსიურ შეხვედრას ველი.
სამი ხედირა დაბრუნდა, მაგრამ ჯერ ბოლომდე მზად არ არის. აქედან გამომდინარე მიჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როდის ვიხილავთ მწვანე მინდორზე.
ჯორჯო კიელინი მისგან განსხვავებით სრულფასოვნად დაბრუნდა, თუმცა კაპიტანს ისეთი ტრავმა აქვს გადატანილი, რომ სიფრთხილეა საჭირო. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად ფასდება.
ხუან კუადრადო ქებას იმსახურებს. კოლუმბიელმა სეზონი მარჯვენა მცველის ამპლუაში დაიწყო.
გუნდს რიგი მიზეზებიდან გამომდინარე მისი შემტევად დაბრუნება დაჭირდა და ხუანმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ჩინებულად გაართა. ჩვენ რეალურად ძლიერ მოთამაშეზე ვსაუბრობთ.
დუგლას კოშტას ტრავმის ფონზე, ფედერიკო ბერნარდესკის უდაოდ შეუძლია მისი ამპლუის მორგება..
იტალიელი ფეხბურთელი არის მისაბაძი მაგალითი, რადგან მან გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, არაერთხელ შეიცვალა საფეხბურთო ამპლუა. ფედერიკო საწვრთნელი პროცესის დროს ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.
მირალემ პიანიჩს კარგი საწვრთნელი დღე ქონდა.. იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, მაგრამ თავი არ დაუზოგავს..
გონსალო იგუაინს ზურგის პრობლემები აქვს.. არგენტინელი სპეციალურ კურს გადის.
მართლა ბევრი ექსპერიმენტები ტარდება.
თუ დანილო არ იყო იმ დონის ფეხბურთელი რომ ვერ ენდობოდნენ, მაშინ რას ერჩოდნენ კანსელოს, შეტევაში მაინ ჯობდა ფლანგზე ყველას? ნუ დაცვაში ხარვეზები ჰქონდა მაგრამ გამოუსწორებელი არა.
ეგეთი შეცდომები დაცვაში კვადრადოსაც ბევრი ჰქონდა წელს.
კანსელო სიტიშიც ისეა და სკამზე ზის რამდენჯერაც ათამაშეს იმდენი მისი ფლანგიდან გოლი მიიღეს
სიტის უოკერი უყენია მანდ, მაგათაც ზამენითვის იყიდეს ალბათ.
კუადრადოს რა უნდა დაცვაში არ ვიცი რა.განსაკუთრებით მაშინ როდესაც დაგლას კოშტა არ გყავს.ამდენჯერ ფეხბურთელების პოზიციების ცვლა ალბათ მხოლოდ იუვენტუში ხდება.მალე მეკარეს ვიხილავთ ჩამშლელად :D ალეგრის დროსაც ასე იყო.