ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სისულელეები რომლებიც იუვენტუსის გარშემო იწერება

მედიის რამდენიმე წყაროსგან გავრცელდა შემდეგი სატრანსფერო ჭორები, რომლებიც იუვენტუსთან არანაირ კავშირში არ არის.. 

კერძოდ საუბარი იმ ფორმულირებას აქვს, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

დავიწყოთ პოლ პოგბათი – ფრანგი ნახევარმცველის თაობაზე ბევრი მითქმა მოთქმა სუფევს. ფეხბურთელს აქვს მოქმედი კონტრაქტი მანჩესტერ იუნაიტედთან და მისი ხელმძღვანელობა შუახაზელს ასე იოლად არ დათმობს.

მინო რაიოლა მაქსიმუმს რომ გაიღებს საკომისიოსთვის ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი ფაქტია, თუმცა თქვენი აზრით გლეიზერები დათანხმდებიან აარონ რემზის სატრანსფერო უფლებებს და პლიუს 50 მილიონ ევროს? 

ეს არის ნონსენსი და უდიდესი ტყუილი.. გვერდები, რომლებიც ამის აფიშირებას გააკეთებენ იქნება მორიგი ფარსი და მას არანაირი საერთო არ ექნება რეალობასთან..

დღევანდელი სატრანსფერო ღირებულება პოლ პოგბასი არის მინიმუმ 100-120 მილიონი.. ან შესაძლოა უფრო მეტიც.. აარონ რემზი თავისუფალი აგენტით გაფორმებული ფეხბურთელი კი ჯამში ორ გადაბმულ მაღალი დონის შეხვედრას ვერ ატარებს.. დასკვნები თქვენთვის მომინდია.

გავაგრძელოთ ისევ მანჩესტერით და ამჯერად სიტის ფორვარდით..

გაბრიელ ჯესუსზე იმ წამიდან დაიწერა, რაც სიტის პრობლემები შეექმნა.. თუმცა, მოარული ხმების თანახმად კლუბს არც პეპ გუარდიოლა დატოვებს და არც სხვა რომელიმე წამყვანი მოთამაშე.. რის სანაცვლოდაც ინგლისური კლუბის არაბი შეიხები კარგი ბონუსებით დააჯილდოებენ.

მაგრამ საქმე სხვა რამეშია.. სამი დღეა ყველა იმას იძახის, რომ გაბრიელ ჯესუსი კარიერას ტურინში გააგრძელებს.. ეს არის ტყუილი – იუვე მისით მხოლოდ მაშინ ინტერესდებოდა, სანამ ფეხბურთელი სიტისთან შეთანხმებას მიაღწევდა..

აქედან გამომდინარე, საუბარი თითქოს ტურინს მორიგი ბრაზილიელი გააძლიერებს არის ფარსი.. გაძლიერებაც ამ მხრივ ფრიად გადამატებული სიტყვაა. 

გემახსოვრებათ ისტორიები ნეიმარზე, მესიზე და ასე შემდეგ.. ამიტომაც არ აყვეთ პოპულისტურ გამომცემლობებს.. იკითხეთ ჩვენი გვერდი და იყავით მშვიდად ;) 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x