ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს, მას შემდეგ რაც ტურინელებმა კრიშტიანო რონალდუს და აარონ რემზის გატანილი გოლებით სტუმრად სპალთან გამარჯვებას მიაღწიეს:

შესნი – 6 – გამოსვლებზე სტაბილურად კარგია.. სხვა მხრივ მაინც და მაინც ბევრი საქმე არ ქონია.. 11-იანზე მისი დადანაშაულება კი ალბათ თავში აზრად არავის მოუვა.

დანილო – 6.5 – ბრაზილიელი ფუნდამენტურ პროგრეს განიცდის. კუადრადოს მსგავსად აგრესიულად მიიწევს წინ და მარჯვენა ფლანგზე კარგ რიცხობრივ უპირატესობას ქმნის. სეზონის ამ მონაკვეთზე ასეთი სახის პროგრესი მთავარი მწვრთნელისთვის კარგი შეტყობინებაა.

რუგანი – 5 – მოაქვს 11-იანი უწყინარ სიტუაციაში. სხვა მხრივ არ რისკავს.. ცდილობს ყოველთვის პარტნიორზე ითამაშოს.. დაცვაშიც არ ტოვებს საიმედო განწყობას.

კიელინი – 6 – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სასტარტოში იწყებს. თავიდან სუსტად, მაგრამ წუთიდან წუთამდე უმატებდა.. ახლა მთავარია ფიზიკური კონდიციები გაიუმჯობესოს და თამაშის რიტმი იგრძნოს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

დე ლიხტი – 55 წუთიდან – 6 – გამოდის და ჩვეულ საქმეს უძღვება. ჰოლანდიელისთვის ადაპტაცია დიდი ხანია უკვე დასრულდა.

ალექს სანდრო – 6.5 – საიმედოა უკან და არ ერიდება წინ წასვლას. ძლიერ მატჩს ატარებს, როგორც ტაქტიკურად ასევე მენტალურად. 

რემზი – 7 – იუვეში ყოფნისას ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მატჩი. სტაბილურად კარგია წუთიდან წუთამდე.. შესაძლოა სწორედ აქ არის მისი პოზიცია? მეცალაზე.. კარგად მოქმედებდა კუადრადოსთან და დიბალასთან ერთად.. ეხმარებოდა დანილოს დაცვით მანევრირებაშიც.. გაიტანა ეფექტური ბურთი რამაც ქულა კიდევ უფრო გაალამაზა.

რაბიო – 73 წუთიდან – 6 – კარგად გამოდის.. მოაქვს საჭირო სიმშვიდე და ფიზიკური უპირატესობა მეტოქეზე.

ბენტანკური – 6.5 – იყო პრობლემები საწყის წუთებში, მაგრამ შემდგომ მსაჯის სასტვენამდე ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭიროა.. ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობების გარეშე.. ყოველგვარი რისკის და თავისტკივილის გამოგონების გარეშე! 

მატუიდი – 6 – პრობლემებს მაშინ განიცდიდა, როცა მეტოქის პრესინგის ქვეშ ექცეოდა. თუმცა, ის ფაქტი რომ ბენტანკური გადაწყვეტილებას მშვიდად იღებდა, მისი დამსახურებაა. 

კუადრადო – 7 – თუ რამე სახიფათო ხდებოდა სპალის კართან, ყველაფერი მისი მოქმედებების გავლით ხორციელდებოდა. კარგ ფორმაშია და გუნდი ამას მშვენივრად გრძნობს. 

დიბალა – 7 – შესაძლოა კონკრეტულ წუთზე პაულო მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს იხილოთ.. ორი წუთის შემდეგ კი ალექს სანდროს ეხმარებოდეს საკუთარ ნახევარზე ბურთის ამოტანაში.. მუდმივად მოძრაობაშია.. ბურთის ძიებაში და პარტნიორის, რომელიც დახმარებას საჭიროებს.

რონალდუ – 7 – ზედიზედ მე-11 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. სხვათაშორის ოდნავ მეტად რომ გამართლდებოდა, შეიძლება ორი ან სამი ბურთიც კი გაეტანა.. 

სარი – 6.5 – ლიონის წინ ეს აუცილებელი იყო.. მცირეოდენი როტაცია.. გოლები და საბოლოო ჯამში გამარჯვება.. ენერგიის დაზოგვით. დიახ, იყო მცირეოდენი ნერვიულობა მაგრამ ამჯერად არაფერი საგანგაშო.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Del-Lapa
4 years ago

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x