ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სპალთან საორიენტაციო სასტარტოს აქვეყნებს

დღეს,  Paolo Mazza di Ferrara -ზე სპალი ტურინულ გრანდს უმასპინძლებს.

ტრადიციულად, ტუტოსპორტის ჟურნალისტების არ დაგვზარდნენ და მათი ხელთ არსებული ცნობებით, საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა გაგვაცნეს..

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მაურისიო სარიმ განაცხადა, რომ დუგლას კოშტას ტრავმიდან გამომდინარე, გუნდი მაინც არ აპირებს ტაქტიკური წყობის შეცვლას.

როგორც ჩანს მაურისიოს მცდელობები ტრეაკურტისტათი ითამაშოს წარსულს ჩაბარდა, რადგან ამ პოზიციაზე ჯერჯერობით პროდუქტიული კადრი ვერ იპოვა.

შესაბამისად, ველით 4-3-3 მოდულს, ოღონდ გარკვეული ცვლილებებით მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე.

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.. 

დაცვის მარჯვენა ფლანგზე მატია დე შილიოს უნდა ველოდოთ.. ხოლო ცენტრალურ ზონაში დანიელე რუგანის დიდი ალბათობით ტრავმა მოშუშებული კაპიტანი ჯორჯო კიელინი! მარცხენა ფლანგზე ყველასთვის კარგად ნაცნობი და “მობეზრებული” ალექს სანდროა.

გაითვალისწინეთ, რომ მომავალ კვირას იუვეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი უწევს ლიონთან.. აქედან გამომდინარე, სარის როტაცია სრულებით გასაგები ხდება.

ნახევარდაცვაშიც მირალემ პიანიჩის მცირე ტრავმის ფონზე, სასტარტოში როდრიგო ბენტანკურთან და ადრიენ რაბიოსთან ერთად უელსელ აარონ რემზის უნდა ველოდოთ.

ტრავმა მოიშუშა და ასევე მზად არის საბრძოლველად ფედერიკო ბერნარდესკიც რომელიც შეტევაში კრიშტიანო რონალდუს და პაულო დიბალას შეუწყვილდება. 

თავდასხმაში მაინც და მაინც დიდი არჩევანი მაურისიოს არა აქვს, რადგან გონსალო იგუაინს ზურგის არეში ტკივილები აწუხებს და გამოტოვებს მოახლოებულ მატჩს. ხუან კუადრადოს ბოლო ხანებში ბევრი მატჩი დაუგროვდა და დიდია შანსი მწვრთნელმა მას ამოსუნთქვის საშუალება მიცეს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
-J-
Del piero
4 years ago

და არა მარტო ეგ უამრავი მსგავსი საიტი დაბლოკეს

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
4 years ago
Reply to  Del piero

რატომ რას ერჩოდნენ. აბა სად ვუყუროთ
?

-J-
Del piero
4 years ago

dablokes

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
4 years ago

ბიჭებო გოოოოლ ორგ ზე ვერც თქვენ შედიხართ?

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x