ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალია რამდენიმე რეგიონში კორონა ვირუსის გამო სპორტულ ღონისძიებებს ხურავს

Seria a

იტალიაში კორონა ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და სამწუხაროდ, არიან გარდაცვლილებიც..

აქედან გამომდინარე, სპორტის მინისტრმა პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე რეგიონში ყველანაირი სპორტული ღონისძიების ჩატარება აკრძალა.

უკვე შაბათსვე იყო ცნობილი, რომ სამოყვარულო და სხვადასხვა დივიზიონებში, მათ შორის სერია ბ-შიც, ჯამში 42 შეხვედრა გადაიდებოდა.

მილანის მერმა გუშინ გვიან ღამით თავადვე განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ინტერი – სამპდორია გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ბერგამოელთა მერმა ჯორჯო გორიმ.. ატალანტა – სასუოლო და ვერონა – კალიარი გადადებულია.

ბოლო ცნობებით ლომბარდიასა და ვენეტოს რეგიონში 79 შემთხვევა დაფიქსირდა.. გარდაცვლილი არის ორი ადამიანი.

აღნიშნული ვირუსი განსაკუთრებულად საშიშია, რადგან მისი საინკუბაციო პერიოდი შეიძლება ერთი თვითაც გაგრძელდეს და აქედან გამომდინარე, დიაგნოზის დასმა ურთულესი ამოცანაა.

ზემოთხსენებული რეგიონების მთელი რაიონები დაკეტილია.. სკოლები და ოფისები დროებით დაიხურა, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლაშა ცხვარაძე

რა ვირუსია მაინც ეს დედააფეთქებული ასეთი მთელი მსოფლიო ებრძვის და მაინც არაფერი ეშველა იმედია ჩვენთან არასდროს არ შემოვა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x