ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი:”სკუდეტო მიზანია, ლიგა ოცნება”

სპალთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს მაურისიო სარი გაესაუბრა:

“იდენტური მატჩი ჩავატარეთ, როგორიც გასული რამდენიმე დაპირისპირება.. ვქმნით უამრავ მომენტს, მაგრამ იმის ნაცვლად გამარჯვებამდე მშვიდად მივიდეთ, ცხოვრებას მაინც ვირთულებთ..

კარგია, როდესაც ამდენ ეპიზოდს ქმნი მეტოქის კართან, მაგრამ თუ ამას შედეგი არ მოაქვს და ბოლო წუთებზე შესაძლოა მცირე უიღბლობამ ყველაფერი წყალში ჩაყაროს, მაშინ რა გამოდის?

ჩვენ თავს ზემოთ ვიცავთ და აქედან გამომდინარე ამდენი ბურთის 11-იანიდან გაშვება უდაოდ უცნაურია. კიდევ უფრო გასაკვირია ის ფაქტი, რომ სპალთან ჯარიმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც VAR-ი არ მუშაობდა.. წარმოგიდგენიათ საპირისპიროდ რომ მომხდარიყო რა ამბავი ატყდებოდა?

ჯორჯო კიელინის ფიზიკური კონდიციები უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე, მნიშვნელოვან ზრდას განიცდის.. აქედან გამომდინარე ერთი საათიანი სათამაშო დრო სრულებით დამსახურებულად მიიღო!

მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში, გუნდს დაცვაში სერიოზული პრობლემები არ ქონია და გოლიც არ გაუშვია.. ფაქტია, ყოველ მესამე დღეს ვერ ითამაშებს, მაგრამ პროგრესი სახეზეა.

იმ შემთხვევაში თუ კი ჯორჯო ასეთი ტემპებით გააგრძელებას, მაშინ მოახლოებული მსხვილი შეხვედრებიდან ერთ-ერთში აუცილებლად იასპარეზებს.

როდის ვიხილავთ იუვენტუსს რომელსაც ველით? საქმე იმაშია, ვინ რას მოელის.. ვფიქრობ, ახლა კარგ პერიოდს გავდივართ.. პრობლემები იქნებოდა და ამას თავიდანვე შევეგუეთ..

მთავარია, რომ გუნდმა დასახულ ამოცანას თავი კარგად გაართვა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე დღეში ევროპული მატჩი გველის, ასეთი კონცენტრირება წინ გადადგმული ნაბიჯია.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს სკუდეტო.. ხოლო ჩემპიონთა ლიგა ოცნება. ცხოვრებაში ზოგჯერ ჯობს მიზნის ნაცვლად ოცნების გზას გაუყვე.. 

ჩემპიონთა ლიგის მთავარი პრობლემა მდგომარეობას მატჩების რაოდენობაში, რომელიც პლეი-ოფის სახით საკმაოდ ცოტაა. ყოველი მომდევნო წუთია გადამწყვეტი და შენ ცოტა დრო გრჩება თუნდაც მინიმალური შეცდომის გამოსასწორებლად.

შარშან ჩელსის ევროპა ლიგაზე 13 გამარჯვება ქონდა და ორი ფრე.. მაგრამ ერთ კონკრეტულ ეტაპზე, ბარიერის გადასალახად 11-იანების სერია გახდა საჭირო. რეალური რისკი იყო, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლას ვერ მოვახერხებდით.. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ამის მერე აღარავის გაახსენდებოდა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლაშა ცხვარაძე

აღფრთოვანებული ვარ საოცარია მოვიგეთ ჩემპიონატის ყველაზე რთული მატჩი მეტოქეს თავს მოვახვიეთ თავბრუდამხვევი ულამაზესი სარიბოლი და ამით მათ უფლება არ მივეცით 25 ტურიშ შემდეგ ჰქონოდათ 18 ქულა ბრავო მაუროსიო სარის ხელში აშკარად გაზრდილია გუნდი თან როგორი თავმდაბალია ეს ოხერი ოცნების გზებს მიუყვება :D

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x