ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე ლიხტი:”იყო დრო გამთამაშებლად ვთამაშობდი”

მატეის დე ლიხტის თქმით 15 წლამდე გამთამაშებლის პოზიციაზე ირჯებოდა.. 

“15 წლამდე მოედნის შუახაზში ვთამაშობდი.. გამქონდა გოლები და არაერთი საგოლე გადაცემაც გავაკეთე, მაგრამ მწვრთნელმა ცენტრალურ მცველად გადასვლა მირჩია, რადგან კარიერისთვის ასე უკეთესი იქნებოდა.

თავდაპირველად ამ იდეას ცუდად შევხვდი.. თუმცა, ახლა უკვე ვხვდები რაოდენ კარგი გამოცდილება მივიღე შუახაზში ასპარეზობით.. 

ლიონზე ყველაფერი ვიცი.. თან იქ ჩემი ორი მეგობარი თამაშობს მემფის დეპაის და კენი ტეტეს სახით.. სტადიონიც და ატმოსფეროც კარგად ნაცნობია..

გარკვეულწილად ისინი აიაქს გვანან.. ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაშობენ.. 

ბოლო პერიოდში საფეხბურთო ტექნიკამნ განსაკუთრებული როლი შეიძინა.. შესაძლოა ამას ხელი ბარსელონამაც შეუწყო.. 

იმისათვის, რომ ზურგიდან საიმედოდ და პროდუქტიულად იასპარეზო, ეს ასპექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

არასდროს მეშინოდა ერთი-ერთზე თამაშის.. ვთვლი, რომ ეს ძლიერი მხარეა და ამას ამსტერდამში დავეუფლე.

იუვენტუსი იტალიაში საუკეთესო გუნდია.. მას სურს შეუტიოს და გაიმარჯვოს! მაურისიო სარი შემოქმედებით ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.. მისი სტილი გულისხმობს აგრესიულ და მამაცურ თამაშს! 

ეს ფილოსოფია ყველასთვის მისაღებია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ცრუღმერთი
ცრუღმერთი
5 years ago

იუვე ინტერი უქომაგიდ ვიქნებით?

Rmz
Rmz
5 years ago

Samwuxarod masea

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x