ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეონარდო ბონუჩი:”ფავორიტები ვართ, თუმცა..”

იუვენტუსის მცველი L’Equipe -ს საინტერესო თემებზე ესაუბრა:

“მესმის, რომ ფავორიტები ვართ მაგრამ გამარჯვებულს მოედანზე ნაჩვენები თამაში ამჟღავნებს.

კარგი იქნებოდა ბუნებრივია საპასუხო მატჩის წინ საფრანგეთში გოლი რომ გაგვეტანა.. თუმცა, მატჩს ცივი გონებით უნდა შევხვდეთ..

ჩვენს წინააღმდეგ ფრანგების ურიცხვი ქომაგები და მოტივირებული ახალგაზრდა მოთამაშეები იქნებიან.

გარსიას იტალიაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა და კარგად ესმის, თუ რა სტილში მართებს თამაში.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულია და აუცილებელია კონცენტრირება წამითაც არ დაკარგო. ვალდებულები ვართ სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

ორი აზრი არაა, რომ წაგებულმა ფინალებმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. ალვარო მორატას გოლმა ბარსელონას კარში მოგვცა იმედი, რომ მოვახერხებდით გამარჯვების მოპოვებას..

რეალთან კი მეორე ტაიმში მეტოქის სათანადო დაფასება ვერ მოვახდინეთ, რამაც ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანა.

დარწმუნებული ვარ წლევანდელი კონკურენცია, რომელიც სერია ა-ში არსებობს ლაციოსგან და ინტერისგან, მოგვცემს საჭირო ძალას ლიგაზე უფრო ნაყოფირად ვიმოქმედოთ.

მაურისიო სარი ჭკვიანი და კარგი სპეციალისტია. როდესაც საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს, უმალვე ვხვდებით თუ რის გამო დაინიშნა იგი იუვენტუსის თავკაცად.

მასთან ერთად ახალი საფეხბურთო ფილოსოფია გაჩნდა.. თუნდაც, დაცვაში ზონალური პრინციპით მოქმედება რაც იოლი არ არის, მაგრამ სირთულეები არასოდეს მაშინებდა.

კრიშტიანო რონალდუ ფენომენალური ტექნიკური არსენალით და სტაბილურობით დაჯილდოებული მოთამაშეა!

ეს არის ნამდვილი საბრძოლო მანქანა, რომლის მოსვლის წამიდან თითოეული ჩვენთაგანი უფრო უკეთესი ხდება, რაც სრულად მისი დამსახურებაა!

მატეის დე ლიხტი არის ფეხბურთელი, რომელიც სათანადო დროის შემთხვევაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x