ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი ლიონთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც ლიონთან მატჩს დაეთმო:

“ნამდვილად ვერ გეტყვით ჩემი მომავალი რაზე არის დამოკიდებული. თუმცა, თუ პრეზიდენტს გუშინ მოუსმენდით, მაშინ გაიგებდით რომ ეს იუვენტუსი სამ წლიანი პროექტით მუშობს..

აქედან გამომდინარე, მე ღრმად მწამს ჩემი პრეზიდენტის და მისი სიტყვების.. ანდრეა ანიელი ყოველთვის მკაფიო და ნათელ შეტობინებებს ავრცელებს.

ლიონი ძალიან კარგი გუნდია და ერთადერთი რაც მას აკლია არის სტაბილურობა.. ჩვენ ვხვდებით კლუბს, რომელსაც საოცრად მრავალფეროვანი ნახევარდაცვა ყავს..

მათ შეუძლიათ როგორც კონტრ შეტევებზე პროდუქტიული მოქმედება, ასევე ბურთის კონტროლისთვის ბრძოლის გაჩაღება.. 

ძალიან დიდი შრომის გაღება მოგვიწევს, რადგან აქ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ფრანგები სათანადო დონის პატივისცემას იმსახურებენ.

იტალიაში ჩემპიონთა ლიგა ჯერ კიდევ მტკივნეულად აღიქმება. 20 წლის წინ ჩვენ დომინანტები ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.. სხვა ქვეყნებმა მთელი რიგი მიზეზების გამო უკან ჩამოგვიტოვეს.

დიახ, ეს არის ოცნება, მაგრამ ოცნებისკენ სწრაფვა და მისი მიღწევა ექსტაზთან ასოცირდება. თუმცა, ვერ თუ ამ შედეგს ვერ მივაღწევთ, მოგზაურობა მაინც სასიამოვნო მოგონებებს დაგვიტოვებს.

კრიშტიანო რონალდუზე შედეგიც ყველაფერზე თავად მეტყველებს. ბოლო 11 შეხვედრაში 15-16 ბურთი გაიტანა. აბსოლუტურად ყველა პარამეტრით საუკეთესო ფორმაშია, რომელიც სხვებსაც ამ მუხტს ძენს.

ადრიენ რაბიო? ნუ დაგავიწყდებათ რამდენი ხანი დაჭირდა ადაპტაციისთვის მიშელ პლატინის. ბოლო რამდენიმე მატჩია, ადრიენი გაცილებით უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს.. დარწმუნებული ვარ სულ მალე ფორმის პიკზე ვიხილავთ.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ საწვრთნელ სესიაზე მერიჰ დემირალის გარდა ყველა მინდორზე იყო, ჯერ კიდევ არ მსურს რამდენიმე მათგანის ვადაზე ადრე მოედანზე დაბრუნება.

საუბარი პირველ რიგში სამი ხედირას და დუგლას კოშტას ეხებათ.. მსურს დაკვირვება გავაგრძელოთ, რის შემდეგაც ერთად გადავწყვეტთ, თუ როდის დაბრუნებიან ისინი.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
seba
შურა ბალაგანოვი
4 years ago

რა სასიამოვნო მოგონება? რა მოგზაურობა? რა ოცნება ბლიად? ლიგის მოსაგებად მოიყვანეს ეს თუ მხატვრული საუბრისთვის? ალეგრის დროსაც მშვენივრად ვოცნებობდით ლიგაზე. იმას დასტოინად მაინც ეცვა, ეს რო დამსგავსებია ფიზკულტურის მასწავლებელს. შედეგებიც შესაბამისი აქვს.

Del_Piero
Del_Piero
4 years ago

კიდე ასე თქვა: სხვა გუნდებს ჩვენზე მეტი შესაძლებლობები აქვთო. ჩვენ იმ 11-12 გუნდში შევდივართ ვისაც ლიგაზე ოცნება შეუძლიაო. მე მგონი ლიონის გაცდენის იმედიც არ აქვს ამ ლუზერს.

seba
შურა ბალაგანოვი
4 years ago
Reply to  Del_Piero

კი ძმა 3 წლიანი პროექტია ლიგის მოგებაზე ოცნებაო. გვეღადავება ეს ერთუჯრედიანი ესა.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x