ანტონიო კონტე:”ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე უგემურია”
კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა ციფრები იტალიაში იზრდება და ბუნებრივია ეს ნეგატიურად მოქმედებს ყველა იმ საჯარო ღონისძიებაზე, რომელიც აპენინებზე არის დაგეგმილი.
მოახლოებული დერბი დ’იტალია უკვე გადაწყდა, რომ გულშემატკივრებისთვის დაიხურება..
აღნიშნულ საკითხს ნერიაძურის თავკაცი ანტონიო კონტეც გამოეხმაურა:
“ბუნებრივია ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე გემოს კარგავს.. ფანების ატმოსფერო აუცილებელია, მაგრამ პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას ვუერთდებით..
მთავარი ადამიანების ჯანმრთლეობაა და იმედს ვიტოვებ, უახლოეს პერიოდში სიტუაცია დასტაბილურდება.
ლუდოგორეცთან შეხვედრას ისე უნდა მივუდგეთ თითქოს პირველი მატჩი 0-0 დასრულდა.. კონცენტრირების დაკარგვა დაუშვებელია.
ჩვენ ახლა ინტენსიურ ფაზაში შევდივართ, როდესაც ყოველ მესამე დღეს მნიშვნელოვანი მატჩი გველის.. საჭიროა ბალანსის და ცივი გონების შენარჩუნება.”