ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი საორიენტაციო სასტარტოს აქვეყნებს

ჩემპიონთა ლიგა დაგვიბრუნდა! დღეს, საღამოს ტურინელები სტუმრად ლიონს დაუპირისპირდებიან..

იყო მოსაზრება, კორონა ვირუსის გამო იუვენტუსის ფანებისთვის კარი აქაც ჩაიკეტებოდა, მაგრამ ლიონის მერს ასეთი შეზღუდვა არ დაუწესებია.

შესაბამისად იუვე 3000 ტიფოზის მხარდაჭერით ეცდება სასურველი შედეგის მიღწევას..

ტუტოსპორტმა ტრადიციულად საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა შემოგვთავაზა..

ტაქტიკურ მონახაზს რაც შეეხება, იგი არ შეიცვლება და კვლავინდებურად 4-3-3 იქნება. 

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე კარგ ფორმაში მყოფი დანილო იასპარეზებს. ცენტრალურ დუეტს ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი დააკომპლექტებენ. მარცხნივ უცვლელი ალექს სანდრო.

ცენტრალურ ზონაში სასიამოვნოა მირალემ პიანიჩის დაბრუნება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში გუნდს უდაოდ წაადგება.

ბოსნიელის მხარდამხარ იქნებიან როდრიგო ბენტანკური და ადრიენ რაბიო

შეტევაში მართალია ტრავმა მოიშუშა და განაცხადში დაბრუნდა გონსალო იგუაინი, თუმცა ტურინული გამომცემლობა სასტარტოში ხუან კუადრადოს, პაულო დიბალას და კრიშტიანო რონალდუს მოიაზრებს. 

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ბმული ტრადიციულად ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x