იტალიური მედია:”სარი და ფეხბურთელები განსხვავებულ ენაზე საუბრობენ”
იუვენტუსში პრობლემები გროვდება და ყველაფერი მთავარი მწვრთნელისკენ მიდის, რომელმაც გუშინდელ ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ ვერ ახერხებს ფეხბურთელებისთვის იმის გათავისებას, რომ ბურთმა სწრაფად უნდა იმოძრაოს..
“მათ ვერ შეძლეს იმ კონცეფციის რეალიზება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ”– ეს მაურისიო სარის სიტყვებია და ბუნებრივია, როდესაც იუვენტუსის თავკაცი პირს გააღებს, ბიანკონერის სამყარო მოლოდინის რეჟიმში გადადის..
იყო ასევე კომენტარი:“ასეთ 11-იანს იტალიაში აუცილებლად დაგვიდებდნენ”… ანუ ეს რას ნიშნავს? გამოდის იტალიაში ტურინელებს მართლაც ეხმარებიან? და იგივე არ ხდება ევროპაში? დიდი ალბათობით მაურისიოს სხვა რამის თქმა სურდა, მაგრამ სხვაგვარად გამოუვიდა..
ხედავთ როგორი პრობლემა ექმნება კომუნიკაციაში? დიახ.. პრობლემები სახეზეა და მან ჯერ ვერ მოახერხა მოთამაშეებთან იმ საერთო ენის პოვნა, რომლის დახმარებითაც ტურინელები სასურველ ფეხბურთს ითამაშებდნენ.
არაერთმა წყარომ კულუარული ინფორმაციები გაავრცელა მთავარ მწვრთნელთან მიმართებაში..
ტურინში დიდი ხანია მიხვდნენ, რომ სარი მათთვის შესაფერისი სპეციალისტი არ არის, მაგრამ მისი გაშვება ჯერ არ სურთ.
თუმცა, თუ კი იუვენტუსი გააგრძელებს ასეთ სტილში შეხვედრების ჩაგდებას, დიდი ალბათობით ხელმძღვანელობის მოთმინების საზღვარი შეივსება და სარი პოსტს ვადაზე ადრე დატოვებს.
ასეთ შემთხვევაში კლუბში მაქს ალეგრი დაბრუნდება, რომლის უმთავრესი მისია სეზონის გადარჩენა და ტიტულის შენარჩუნება გახდება.
ტიპმა კომუნიკაცია არ იცის, როტაცია არ იცის, ტაქტიკა არ იცის, ფსიქოლოგია არ იცის, თამაშებს აგებს და მაიცა და მაინც ანიელი უნდა იხმაროს, გუნდიდან რო გააგდონ?
კომუნიკაციის პრობლემა ახალია ესეიგი რა გამოდის ეს რო ეუბნება ფეხბურთელებს ირბინეთ და სწრაფადო ისინი ვერ გებულობენ და ანელებენ ალბათ მოკლე პასებითო რო იძახის იმათ გრძელი პასები გონიათ და კიდე რო უნდა ვაპრესინგებდეთ უკან ვიხევთ თარჯიმანი დომია :D :D ვერ გააგებია საწყალმა გუნდს რო ჯერ აქედანაც რო იმას უნდა ქნან და იმას მერე იქედანაც რო უნდა უმასქნან :D :D
კომუნიკაცია არ ეხერხება ტიპს და რა ქნას. ჯანი ისე მოტეხა ლიგის განაცხადიდან რო არაფერი უთხრა. ზაფხულში ეუბნებოდა არ წახვიდე, მნიშვნელოვანი იგროკი ხარო და მერე გააგდო გუნდიდან. რონალდუ რომ თამაშის დამთავრებას არ დაელოდა და სახლში წავიდა, სარიმ თქვა: თუ მართლა მასე მოიქცა, დაილაპარაკებენ ბიჭები გასახდელში და ერთმანეთში მოგვარდებიანო, მე არ ჩავერევიო. ტაქტიკოსად ეგ არ ვარგა და არც.მოტივატორად, კომუნიკაცია არ უვარგა და ტიტულებზე ალერგია აქვს, თავის ლუზერობასაც სხვას აბრალებს ყოველთვის. რამ მოგაწონათ ვერ ვხვდები.
100%
ამისთანა რა სისწრაფეს ითხოვს რომ ძინავთ მოედანზე, მესმის მეორე ტაიმში დაიღალო მაგრამ თუ მეორეში სიჩქარეს უმატებ პირველში რას აკეთებდი?
ძმა თითქმის მიუახლოვდი სწორ პასუხს ანუ თუ მეორეში დაიღალა მაგრამ მაინც უფრო უმატებენ ვიდრე პირველში ესეიგი რა ხდება
მაგ კითხვაზე არ არსებობს ზუსტი პასუხი მაგრამ არის მიახლოევებული სარი დედიის მუ..ტ..ლი