ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”ანიელი პროცესებს ყურადღებით აკვირდება”

მაქს ალეგრი

უკვე არაერთი პოპულარული წყარო წერს, რომ ტურინში მაურისიო სარი ვერა და ვერ ახერხებს ფეხბურთელებთან საჭირო კომუნიკაციის დამყარებას სათამაშო სქემასთან დაკავშირებით.

პრობლემები გასახდელში ნამდვილად არ შეინიშნება, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით უშუალოდ სათამაშო ფილოსოფიასთან, რომელიც ვერა და ვერ აღსრულდა. 

ანდრეა ანიელი ყოველდღიურად ესწრება გუნდის მუშაობას.. იგი საკუთარი თვალით აკვირდება მოვლენების განვითარებას, მაგრამ რამდენად ეხმარება ეს კონკრეტულ პროცეს რთული სათქმელია.

ანდრეამ ფაბიო პარატიჩის და პაველ ნედვედის რჩევები სრულად გაითვალისწინა, როდესაც სათამაშო კონცეფციის შეცვლა გადაწყვიტა.. 

მაგრამ როგორც ირკვევა პრეზიდენტი ბოლომდე დარწმუნებული ამ იდეაში თავიდანვე არ იყო და რაც დრო გადის მეტად რწმუნდება, რომ ბიანკონერის სისხლის ჯგუფში არსებული მონაცემების შეცვლა არცთუ ისე იოლი საქმე იქნება.

მაურისიო სარის პრობლემები აქვს.. გუნდი ვერა და ვერ ახერხებს საჭირო ხარისხის, სტაბილურობის და ეფექტურობის ჩვენებას, რომელიც ყველას ასე ძალიან სურდა.

პეპ გუარდიოლა გამოსავალი ვერ იქნება, რადგან ესპანელმა ღიად დააფიქსირა, რომ არ აპირებს ინგლისის დატოვებას. 

ანდრეა ასეთ შემთხვევაში ორი ვარიანტის განხილვას გეგმავს – მაქს ალეგრი და სიმონე ინძაგი..

არის თუ არა ყველაფერი სარის ბრალი? თავისთავად არა! მაქს ალეგრი ჯერ კიდევ ბოლო შეხვედრაზე ჯიუტად აცხადებდა, რომ იუვენტუსს მინიმუმ 5 ახალი და კონკრეტულ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები ესაჭიროებოდა..

მაშინ ანდრეამ პარატიჩის და ნედვედის რჩევით, გადაწყვიტა არა ამ ტრანსფერების განხორციელება, არამედ მწვრთნელის შეცვლა და ფაქტიურად იგივე გუნდით ფონს გასვლა..

არსებული კადრები კი არ აღმოჩნდნენ ქმედითუნარიანები იმ ფეხბურთისთვის, რასაც მწვრთნელი ითხოვდა. 

დღის წესრიგში პრინციპში იდენტური საკითხი დგას – მწვრთნელი თუ ახალი ტრანსფერები.. 

ანდრეას კარგად მოეხსენება ალეგრის პლიუსები არსებულ რეალობასთან უსწრაფეს ადაპტირებაზე..

მაგრამ.. სიმონე ინძაგი არის კიდევ ერთი ახალი ვარიანტი, რომელსაც აქვს ის რაც ალეგრის წესით გამქრალი ექნება – ვეფხვის თვალები..

დიახ, ზუსტად ის რასაც ალესიო ტაკინარდი იძახდა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში:“მსურს მის თვალებში იმ ცეცხლის დანახვა, რაც ნაპოლიში ქონდა”..

სიმონეს გამარჯვებები წყურია.. მან ლაციოში ყველას ყველაფერი დაუმტკიცა და ახლა უდაოდ ექნება შანსი, რომ თუ სარის გაშვება მართლაც გადაწყდა, სადავეები მას ანდონ.. 

ინძაგი გარკვეულწილად ალეგრის სკოლის მატარებელი სპეციალისტია, რომელიც ცნობილია როგორც კარგი ტაქტიკოსი, ფსიქოლოგი და რესურსის იდეალურად გამომყენებელი.. 

ანიელი ახლა იხრება იმ აზრისკენ, რომ გუნდი დაუბრუნდეს “მხოლოდ გამარჯვებას აქვს ფასი”.. შოუზე მეტად სამი ქულა, რომელიც ყოველთვის და ყველგან უფრო მომგებიან სიტუაციაში გაყენებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nexus
4 years ago

tavidan bevrad kargad mushaobda sari da karg fexburts tamashobda magram me vfiqrob mxolod magis brali araa fexburtelebsac ro vuyureb yvela mis tavze igebs tamashs gadamwyvet momentshi araertxel daminaxavs ro ronaldo dybala cuadrado duglasa aniavebdnen momentebs roca ubralod erti pasi da 100iani goli iyo… gunduroba sheinishneba magram ara sajarimoshi moqmedebis dros… aiaxsi ro moqmedebda metoqis sajarimoshi es iyo yvelaze magari rac ki minaxavs da ase unda itamashon aseti iyo napolic… sajarimoshi ukve yvelas gamochena unda tavici golit da es araa saris fexburti ashkaraa kominukaciastanaa problemebi napolishi tipebi mtel sajarimos chridnen erti swrafi gadacemit da aq maseti erti orjer tu daminaxavs ashkaraa… Read more »

ALLENATORE
ALLENATORE
4 years ago

Magari uazroba bazaria ra ddd gamocdilebaze)) alegri gamocdili iyo milanshi? Konte iuveshi? Guardiola barsashi? Zidani realshi?)))) an ufro adre tu gindat fergis vin icnobda saertod?? Mtavaria mwvrtvnels kai ideebi qondes da qarizma))) aravin ar dabadebula mwvrtvnelad)) anielis ra unda tavadac ar icis)) gasperinis moyvanit rasac tavidanve vambobdi))araferi dashavdeboda am sarize uaresi nagdad ar iqneboda da ideashi sheileba vabshe yvela gaekvirvebina iseti shedegi daedo))) aba ezebe exla shen guardiola da klopi)) guardiola iset tipebs moitxovs anieli tavs chamoixrchobs dd))

maradona73
maradona73
4 years ago
Reply to  ALLENATORE

“მთავარია მწვრთნელს კაი იდეები ჰქონდეს” დდდ

კარგი რა …

ალეგრი და კონტე ჩემპიონატის მომგებები არიან მაგას ვაღიარებ.

დაგავიწყდა ალბათ ლიგაზე კონტეს ჩაჟმები.

ალეგრის მშიშარა გადაწყვეტილებების გამო წაგებული თამაშები ლიგაზე.

ზიდანს და გვარდიოლას რაც შეხება მათ უძლერესი შემადგენლობები ჰყავდათ ბარსასა და რეალში.

აგერ ბატონო ვნახოთ მერმის რომ ჯგუფიდანაც ვერ გავა ლიგაზე ლაციო, არადა გადა**ნა მთელი სერიალი.

გასპერინი კიდევ აჯობებს ინძაგის, პატარა გამოცდილება მაინც მიიღო წელს ლიგაზე.

მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არ მომწონს გასპერინის და ინძაგის – ორივე გამუდმებით 3 მცველიან ტაქტიკას თამაშობს და იუვეში სანამ თავისი ფილოსოფიის და ხედვების მორგებას მოუნდებიან, კიდევ ერთი ჩაგდებული სეზონის ყურება მოგვიწევს და რონალდოც დაახვევს ამასობაში.

Del_Piero
Del_Piero
4 years ago

ალეგრი თვითონაც არ მოვა, თუ რამე მაგარი დაპირება არ მისცა ანიელიმ და სხვა ვარიანტები თუ ექნა. შარშან ითხოვდა ტრანსფერებზე კონტროლი მომეცითო და უარი უთხრეს. ინძაგი ვერ გაქაჩავს. გრანდში მუშაობა სულ სხვაა. თან ლაციო რამდენიმე წელია ერთი და იგივე სასტავით უბერავს და დიდწილად ამის დამსახურებაცაა მაგათი წარმატება. ანჩეს დრო წავიდა. ზიდანის დათაბხმება შეიძლება, ეგ რეალში დიდხანს გამჩერებელი არაა. გაურდიოლაც წავა ალბათ სიტიდან, თუ ლიგუდან მოკვეთენ და ფეხბურთელები გაექცევა. მე გასპერინიც მომწონს, თუმცა უფრო რისკიანი იქნება მისი მოყვანა.

maradona73
maradona73
4 years ago

მწვრთნელი გვჭირდება დიდი ავტორიტეტის და ტიტულების მქონე, ინძაგისაც იგივე დაემართება რაც სარის ეგრე მგონია.

ზაფხულში ზიდანი ან კლოპი და 2 კარგი ნახევარმცველი + 1 ფორვარდი.

სერგეის მოიყვანენ ალბათ ლაციოდან, თუ ლოტიტო ძალიან დიდ თანხას არ მოითხოვს.

ჰალანდიც მაგრა მინდა რომ იყიდონ.

4 years ago
Reply to  maradona73

ჰალანდი არც ახლა იყო ხელიდან გასაშვები მეგობარო გარანტიები რომ მიეცა გუნდს .. სრულ ძირითადს რომ ვერ პირდება გუნდი ფეხბურთელიც სხვა გუნდს ირჩევს … ნამდვილი გოლების მანქანაა .. მენეჯმენტს ტალანტის ამოცნობა უნდა შეეძლოს .. წარმატებას თუ უნდათ მიაღწიონ თავისუფალი აგენტები უნდა დამთავრდეს … წასასვლელი წავიდეს და გუნდი გაახალგაზრდავდეს. მოგებაზე გათვლილი მენეჯმენტია ისეთი შთაბეჭდილებაა მხოლოს და ხარისხი ბოლომდე არ მიყავთ საქმე :)

4 years ago

ძაან კარგი სტატიაა და რეალობასთან ძალიან ახლოს . ალეგრი მართალი იყო რომ რამდენიმე ტოპ ფეხბურთელი საჭირო იყო გუნდის გასაძლიერებლად , მანამდე არასდროს ხმას არ იღებდა ტრანსფერებზე და იმასაც ამბობდა გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაში არ ვერევიო .. შემდეგ კონკრეტულად მოთხოვეს ლიგის მოგება და ალეგრიმაც უთხრა რომ ტოპ ფეხბურთელები ჭირდებოდა და უარი მიიღო …ლოგიკასთან და რეალობასთან უფროა ახლოსაა ეს მოსაზრება :) ნედვედი ცალკე თემაა რამდენად კარგად ართმევს თავს თავის საქმეს და რა რჩევებს იძლება … ინძაგი კარგი ვარიანტი იქნება სამომავლოდ თუ რათქმაუნდა ამის აუცილებლობა იქნება და დიდი ალბათობით იქნება კიდეც !

სვანჩიკა
B U F F O N
4 years ago

dzalian kargadaa am statiashi axsnili situacia me arvambob rom gindatuara alegri dabrundes ukan magram iuve unda igebdes nebismier pasad sami kula nebismier pasad gind svarka ikos da gind ravici kide raa shedegi upirveles kovlisa iuves schirdeba gamarjvebebi mis sisxlshi aris gamarjveba saris ashkarad etkoba did cnexs ver gaumklavda napolishi ase ariko aseve chelsishic ar etkovboda didi zecola ak ki vxedavt ramxela zecolaa akedan gamomdinare saris gauchirdeba tumca masac vusurveb gamarjvebas iuvestan ertad magram ganvmeordebi gauchirdeba imedia gamoascorebs tuarada indzagi martlac kargi variantia lacio mis xelshi sakaipod uberavs mshvenier putbols atamashebs indzagi lacios ubralod indzagic eksperimenti ar gamovides amazecaa sapikrali masac… Read more »

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x