ტურინელთა კონდიციები ინტერთან შეხვედრის წინ
Gazzetta ინტერთან მოახლოებულ მატჩზე ტურინში არსებულ ატმოსფეროზე საუბრობს..
მილანური გამომცემლობა ჩვენთვის სასიამოვნო ცნობებს აქვეყნებს გუნდის კაპიტანთან დაკავშირებით..
ჯორჯო კიელინის გარშემო ბევრი მითქმა-მოთქმა იყო და აქედან გამომდინარე, მისი კონტინასას ბაზაზე დილიდან ხილვა უდაოდ პოზიტიური რამ არის.
როგორც ჩანს სამედიცინო ტესტებმა დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენეს და ჯორჯოს სრული დატვირთვით მუშაობის უფლება მიცეს.
კარგი სიახლეებია ასევე სამი ხედირასთან დაკავშირებით. გერმანელი თავს კარგად გრძნობს და კულუარული ცნობებით მისი კონდიციები იმდენად გაუმჯობესებულია, რომ თუ საჭიროება მოითხოვს 90 წუთსაც ითამაშებს.
კარგად მისდის საქმეები დუგლას კოშტასაც.. ბრაზილიელის კონდიციებიც გაუმჯობესების გზას ადგას, მაგრამ განსხვავებით ხედირასგან ჯერჯერობით 90 წუთისთვის ბოლომდე მზად არ გახლავთ.
ზემოთხსენებულ წყაროს თუ დავუჯერებთ, დღეს, ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენცია არ გაიმართება..