ბოლო 24 საათის ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობები

ფაბიო პარატიჩი
მიუხედავად კორონოვირუსის პრობლემებისა, იუვენტუსის დირექტორატი რომელიც უშუალოდ შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს, მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, განსხვავებით წინა დღეებისგან უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდა.
კერძოდ, ყველაზე საინტერესო ალბათ პსჟ-ს არგენტინელ ფორვარდს მაურო იკარდის შეეხო, რომლის თავისთან ხილვა ტურინს უკვე არაერთი წელია სურს.
ფრანგებს როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების საფუძველზე სრული უფლება აქვთ სამხრეთ ამერიკელი ფორვარდი 70 მილიონად გამოისყიდონ.
იუვენტუსი სწორედ აქ გეგმავს საქმეში ჩართვას და თუ რამდენიმე აპენინურ წყაროს დავუჯერებთ პსჟ-ს შესაძლოა თანხა ან ბარტერი შეთავაზოს.
სხვადასხვა გამომცემლობის მტკიცებით ასეთი შესაძლოა იყოს პაულო დიბალა ან მირალემ პიანიჩი, რომელიც მიმდინარე სეზონში კრიტიკის მთავარი ობიექტია.
ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად ტიმო ვერნერი სახელდება. მისი გაფორმება იუვეს გარდა ინტერსაც სურს, ხოლო გერმანული კლუბი მინიმუმ 60 მილიონს ითხოვს..
თუ ტურინელებმა იკარდიზე წარუმატებლობა განიცადეს, მაშინ დიდი შანსია სწორედ ვერნერზე გაიწიონ.
ამასობაში ბიანკონერი არც სხვა პოზიციებს ივიწყებს და მოედნის ცენტრალური ზონის გაძლიერებაზე, პროდუქტიულ მუშაობას აგრძელებს.
როგორც ირკვევა სანდრო ტონალი იუვენტუსს ფაქტიურად “დატყვევებული” ყავს.. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ბიჭი ფაქტიურად მოხიბლულია ტურინელებით, რომლებიც ეფექტურად მუშაობენ.
მასიმო ჩელინოს არ მოწონს ეს ფაქტი, რადგან იმედს არ კარგავს რომ ბიჭს 50 მილიონ ევროზე მეტად გაასხვისებს..
თუმცა, თუ ფეხბურთელმა ჯიუტად იუარა ყველა სხვა წინადადება და აქცენტი იტალიის მოქმედ ჩემპიონებზე გააკეთა, მაშინ ჩელინოს სურვილს აღსრულება არ უწერია.
კაი რა რა დიბალას გაცვლა უკვე ტყუილია ეს ყველაფერი დიბალას არავინ გაცვლის იკარდიში ნუ მგონია რო არც პიანიჩი გაიცვლება ტრუხა ინფორმაციაა
დიბალას რას ერჩიან სუ გაცვლის კანდიდატი როგორაა)))