ზიდანი:”უნდა გვესმოდეს, რომ შედეგი გადამწყვეტია”

ზინედინ ზიდანი
მაშინ როდესაც იტალიაში კორონავირუსის გამო მთელი რიგი პრობლემებია და ხელისუფლებამ რეგიონების იზოლირების გადაწყვეტილება მიიღო, კონკრეტული საფეხბურთო პროცესები სრული სვლით ვითარდება.
გუშინ, ინგლისურმა მედიამ გამოაქვეყნა სიახლე, რომელიც უშუალოდ ტურინულ გრანდს ეხებოდა..
მათი მტკიცებით იუვენტუსი სერიოზულად არის დაინტერესებული ზინედინ ზიდანის სამსახურით და სეზონის დასრულების შემდეგ, მას სამ წლიან კონტრაქტსაც შეთავაზებენ..
თავად ფრანგმა სპეციალისტმა, რომელმაც რეალთან არაერთი ჯილდო და მათ შორის ჩემპიონთა ლიგის სამი ტიტული მოიპოვა, შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“საფეხბურთო სამყაროში სტაბილურობის განცდა არ არსებობს.. ერთ დღეს შენ კონკრეტულ საქმეს აკეთებ, მაგრამ რა იქნება მომავალში არავინ იცის..
დიახ, ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩვენ ყველანი ერთი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით შედეგს რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს.
მე არავინ დამკავშირება და ისიც არ ვიცი, მომავალში ვიქნები თუ არა რეალის თავკაცი.. მაგრამ ჩემს ფეხბურთელებთან კონტაქტი და ყოველდღიური სამუშაო პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.”

ზიზუ რო გაჩითონ ტრენერად მაგრად გაასწორებს მარა არ მგონია პერესი არსად არ გაუშვებს მაგას
ზიზუტო +