იტალიის მთავრობამ ლომბარდიის რეგიონი ჩაკეტა
იტალია კორონოვირუსის ეპიდემიას ებრძვის, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უფიქსირდება.. სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რიცხვიც მატულობს, რამაც ადგილობრივ ხელისუფლებას მკვეთრი ნაბიჯებისკენ აიძულა.
სულ ცოტახნისწინ გახდა ცნობილი, რომ მთელი ლომბარდიის რეგიონი დაიხურა და თუ კონკრეტულად ვინმესთვის ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლობა არ გაუჩნდა, იგი არავისთვის არ გაიღება.
ასეთ სიტუაციაში უცნაური ხდება ჩემპიონატის ბედი, რომლის გაგრძელების აზრი ფრიად დიდი კითხვის ნიშნების ქვეშ დგას..
დომენიკო ტომაზიმ, რომელიც ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტია იზიარებს ამ წუხილს და ღიად აცხადებს:
“ვის ჭირდება ასეთი ჩემპიონატი! დროა ფეხბურთი შევაჩეროთ!”
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვეცდებით ახალი ინფორმაციები რაც შეიძლება მოკლე დროში შემოგთავაზოთ.
ლომბარდიაში რომელი კლუბები არიან?
მილანი ინტერი ატალანტა ბრეშა