ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი:”ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება”

მართალია მაურისიო სარიმ პრესკონფერენცია არ გამართა, თუმცა იუვენტუსის ოფიციალურ არხთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა..

იტალიაში კორონავირუსი მძვინვარებს და სახელისუფლებო ორგანოების გადაწყვეტილებით დერბი დ’იტალია ცარიელი ტრიბუნების ატმოსფეროთი შედგება..

“მოახლოებული დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ელიტისთვის დიდი მოვლენაა..

ეს იქნება უაღრესად დაძაბული შეხვედრა, მითუმეტეს თუ უკანასკნელ სატრანსფერო ფანჯრებს გადავხედავთ.. მეტოქე მნიშვნელოვნად მოძლიერდა, რომელიც ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

ანტონიო კონტეს ხელთ კარგი რესურსია.. მის გუნდს ძლიერი ფლანგები აქვს და შეუძლია დიდი სირთულეების შექმნა.. თუმცა, უსაქმოდ არც ჩვენ ვიქნებით.

ტაქტიკური სქემა გადამწყვეტი არ არის.. თუმცა, საბედნიეროდ გუნდში იმ დონის და სტილის ფორვარდები გვყავს, რომლებსაც განსხვავებულ ამპლუაში თამაში შეუძლიათ..

კრიშტიანო რონალდუ დიდებულ ფორმაშია.. მაგრამ იგი მიღწეულზე შეჩერებას არ გეგმავს და მომენტალურად ახალი მიზანი დაისახა. დარწმუნებული ვარ მისი თანაგუნდელები იმ დონეზე არიან მოტივირებულები, რომ მისთვის საჩუქრის გასაკეთებლად ყველაფერს გაიღებენ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x