კრიშტიანო რონალდუ:”თქვენს გარეშე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა”
მართალია კრიშტიანო რონალდუმ გუშინდელ შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხა, რითაც ახალ რეკორდს დაამყარებდა, თუმცა მისი წვლილი ინტერთან გამარჯვების მოპოვებაში საკმაოდ დიდი იყო.
ასევე, სწორედ გუშინ შეაბიჯა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 1000-იანების კლუბში! კიბორგის ანგარიშზე ზუსტად 1000 ოფიციალური მატჩი დაფიქსირდა:
“უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ამ ციფრებით და მითუმეტეს, ეს ხომ ასეთ დიდებულ მატჩში დაფიქსირდა, რომელიც წარმატებით დავასრულეთ! ყველაფერთან ერთად ჩვენ სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადავედით!
მსურს ჩემი ოჯახის წევრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო.. თქვენს გარეშე ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი.”
მართლა კიბორგია რა