ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ინტერთან ჩატარებული მატჩის შემდეგ.. 

შესნი – 6.5 – უმეტესწილას მისგან ყურადღება მოითხოვებოდა.. ბროზოვიჩმა გადაწყვიტა ამის შემოწმება და პოლონელი სრულ მზადყოფნაში იყო. დანარჩენ შემთხვევაში გუნდს უკნიდან კარნახობდა.

კუადრადო – 6.5 – თავდაპირველად პრობლემები ქონდა პოზიციის კვლავინდებურად შეცვლისგან გამომდინარე. თუმცა, მეორე ტაიმში მოუმატა და გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმარა.

დე ლიხტი – 7 – ლაუტარო ჰოლანდიელის სუნთქვას მუდმივად გრძნობდა. მან საიმედოდ ჩაკეტა სამხრეთ ამერიკელი და გაქანების საშუალება არ მიცა. ასევე კარგი იყო წინ წასვლისას და სტანდარტულებზე მეტოქის საჯარიმოში გოლის გატანის შანსიც ქონდა.

ბონუჩი – 7 – პარტნიორს არც ბონუჩი ჩამორჩა.. მან საკუთარ თავზე ლუკაკუ აიღო, რომელმაც მოედანი ისე დატოვა მეტოქის კარისკენ გახედვა წესიერად ვერცერთხელ ვერ შეძლო. 

ალექს სანდრო – 6.5 – დაცვაში როგორც ყოველთვის დიდი ყურადღებით ირჯებოდა. კანდრევას და ვესინოს მანევრირებას არ ყოლია და ორივეს კარგად ანეიტრალებდა. შეტევაშიც რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი დაუფიქსირდა. 

დე შილიო – 78 წუთიდან – 5.5 – ძალიან ცუდად ჩაერთო. ფაქტიურად ყველა ბურთი გაატარა თავის ზონაში რაც წამოვიდა.

ბენტანკური – 6.5 – მშვენივრად დირიჟორობდა თამაშის ტემპს. ჩნდებოდა იქ სადაც საჭიროა და აკეთებდა პარტნიორებისთვის იმას, რასაც სიტუაცია მოითხოვდა. 

მატუიდი – 7 – გარდა ჩვეული შავი სამუშაოსი, ფრანგი სხვა კუთხითაც ინტენსიური იყო და შეტევაში პარტნიორებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა. პირველი ტაიმი  ბლეზმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო ჩაატარა! თავი არც მეორე ტაიმში შეურცხვენია, როდესაც მეტოქის მოთამაშეებზე პრესინგს ბოლო წამამდე ასრულებდა.

რემზი – 7 – პირველ 45 წუთში თითქოს ვერა და ვერ მოერგო სქემას, მაგრამ მეორე ტაიმი სულ სხვა სცენარით წარიმართა. სრულად იგრძნო პროცესი და გუნდის რიტმს დიდებულად აყვა. გაიტანა გოლი და არაერთი პროდუქტიული სვლა განახორციელა.

დუგლას კოშტა – 6 – იწყებს ეფექტურად, მაგრამ რაც დრო გადიოდა სულ უფრო და უფრო ადვილად ამოსაცნობი ხდებოდა. ჯერ ბოლომდე მზად არ არის და მოედანი მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა.

დიბალა – 7 – 59 წუთიდან – შემოდის და საბოლოოდ ანგრევს ინტერს.. მილანელები უბრალოდ თვალს აყოლებდნენ არგენტინელის სვლებს.. ლა ჯოიამ შედევრის გარდა, ბევრი თავსატეხი გაუჩინა შავ დღეში ჩავარდნილ ინტერისტებს, რომლებიც მას ვერაფრით ვერ აჩერებდნენ.

რონალდუ – 6.5 – დომინირებს უფრო ინტელექტით ვიდრე მოქმედებებით. მისგან წამოსული ხიფათის შეგრძნება იმდენად დიდია, რომ მასსზე დიდი ყურადღება იყო კონცენტრირებული. მატჩის მიწურულს თავადაც მართებდა გატანა, მაგრამ..

სარი – 7 – დიდებული შეხვედრა.. დასვენება გუნდს სასიკეთოდ წაადგა. იუვენტუსი ყოველგვარი წნეხის და ფიზიკური გადაღლილობის გარეშე ნამდვილად დაფრინავდა.. უკვე საწყის 15 წუთში ჩანდა, რომ ტურინელები მილანელებს კარგ დღეს არ დაადგამდნენ. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Mgeli Cxvris Mchmeli
Mgeli Cxvris Mchmeli
4 years ago

da kide kielini xo daburnda da vin unda amoagods exla mcvelebidan dzan maintereseb am sezonshi ??? da eg tu sarim exal dzirtadshi ayenos xolme cudi iqneba mashin tu dayeneba airs bonuchi unda gadavide skamze chemi azrit magram eg egre ar iqneba dasvaven de ligts xo vici

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რეალისტი
4 years ago

კიელო აწი უკვე როტაციის პონტში თორემ ეგ ვერავის ამოაგდებს

Mgeli Cxvris Mchmeli
Mgeli Cxvris Mchmeli
4 years ago

es matuidi xo unteleqto ki aris magram dakvirdit eg ro dziritdshi ari aris juve sul uchirs yoveltvis da plius yvelaze mets darbis

klaster
klaster
4 years ago

აი ესეთი იუვე მინდა ლიგაზე!

ALLENATORE
4 years ago

Matudi ragac saswauli iyo kasaniashi ro pasaobda tipi da dzaan swarad ddd)) pirveli golis mere 20 wuti ragac fantastika iyo, burti daumales inters da rogor swarafad mozraobda gundi)) kasaniashi pasebi, migebuli ar qonda burti fexburtels ukve pasze piqrobda)) deshulio amat fonze fropesionalebshi ro moyvaruls atamasheb dd egre iyo)) tips pas azlev da ar icis ra qnas))) yvela burti metoqes shetena))

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რეალისტი
4 years ago
Reply to  ALLENATORE

შეუძლია რა ტიპს ნორმალურად პასაობა მაინც მაგრამ რა ჭირს ხოლმე არ ვიცი იწნებ უმაყურებლობა მოუხდა :)

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x