დელ პიერო და ლიპი ინტერთან მატჩზე საუბრობენ
იუვენტუსის გუშინდელ მატჩს მარჩელო ლიპი და ალესანდრო დელ პიეროც გამოეხმაურნენ:
ბიანკონერის ექს თავკაცის მოსაზრებით, ნერიაძურიმ პირველი 45 წუთი კარგად ჩაატარა:
“ინტერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველ ნახევარში კარგად გამოიყურებოდნენ..
ნახევარმცველები ზონებს საიმედოდ კეტავდნენ და იუვენტუს მოედნის ყველა მონაკვეთში დომინირების საშუალებას არ აძლევდნენ.
თუმცა, მეორე ტაიმში იმ დიდი რესურსის ფონზე, რაც ახლა მაურისიო სარის განკარგულებაშია ანტონიო კონტემ გამკლავება ვეღარ მოახერხა.
ფაქტია, რომ იუვე ძალზედ ძლიერია და ამ მატჩმა ხაზი გაუსვა მის დომინირებას მეტოქეზე.”
ალესანდრო დელ პიეროს მიაჩნია, რომ ამ მარცხით ინტერი სკუდეტოსთვის ბრძოლას არ ჩამოშორებია:
“ვიცნობ რა ანტონიოს ბრწყინვალედ მომეხსენება, რომ ეს მათთვის დასასრული არ არის.
იგი ახლა შეცდომებზე მუშაობს და 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ იპოვის საჭირო კურს, რითაც ფეხბურთელებს მოტივაციას გაუზრდის.
არცთუ ისე ადვილი საქმეა, როდესაც რვა წლიანი დომინანტი გუნდის წინააღმდეგ გამოდიხარ და უმალვე გსურს წარმატების მიღწევა..”
Korona virusma italias dzaan sheutia))) shewyda seria A)) 3 aprilamde)) da aramgonia gagrzeldes)) dzaan cudi suratia italiashi)) wlevandeli sezoni chavarda da eg aris)) ligaze ra unda qnas gundma tu praktika ar eqneba satamasho)) eg ki ara espanets da safrangentac magra sheutia ukve virusma)) mokled araa gamoricxuli egre tu gagzelda ligac shewydes))