La Stampa:”პირლო იუვეს 23 წლამდელთა გუნდს გაწვრთნის”
La Stampa საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ანდრეა პირლოსთან დაკავშირებით.
იუვენტუსის ექს შუახაზელი როგორც მოგეხსენებათ სამწვრთნელო კურსებს გადიოდა და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, როგორც ჩანს საქმიანობას მალე შეუდგება.
გავლენიანი ტურინული გამომცემლობის მტკიცებით ანდრეა იუვენტუსის 23 წლამდელთა გუნდს ჩაუგდგება სათავეში.