ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ემრე ჯანი ტურინიდან წასვლის მიზეზს ასახელებს

დორტმუნდის ბორუსიას შუახაზელმა ტურინიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა..

ემრე ჯანის თქმით, უმთავრესი ბრალი მაურისიო სარის მიუძღვის:

“ფეხბურთის თამაში მომენტრა.. სწორედ ამან მაიძულა ბორუსიას წინადადებას დავთანხმებულიყავი.

ბუნებრივია ევროპის ჩემპიონატზე თამაშის სურვილმაც გარკვეული როლი ითამაშა.

ბევრი რამ იწერებოდა ჩემს გარშემო, მაგრამ სიმართლე არცერთ მათგანს არ დაუწერია.

თავდაპირველად, მაურისიო სარი ჩვენთან ვერც კი მუშაობდა, რადგან ავადმყოფობდა..

პარალელურად კლუბმა ჩემთან მიმართებაში რამდენიმე წინადადება უარყო.. ხოლო როცა თავკაცი სამუშაო პროცეს დაუბრუნდა, რამდენიმე დღეში დამირეკა.. 

საუბარი სულ რაღაც 20 წამი გაგრძელდა და ამ მოკლე პერიოდში სულ ერთი წინადადება მითხრა – შენ არ იქნება ჩემპიონთა ლიგის განაცხადში. 

დაუყონებლივ მინდოდა წასვლა, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო.. გადავწყვიტე დროებით მომეთმინა.. იანვრამდე..

მერწმუნეთ ეს გადაწყვეტილება კლუბს ან მის ქომაგებს ოდნავადაც არ ეხებათ, რადგან იუვენტუსის მიმართ თბილი დამოკიდებულება არასდროს შემეცვლება.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.