ინფორმაცია თითქოს რონალდუ კარანტინშია არ დასტურდება
მსოფლიო ეპიდემიას ებრძვის, თუმცა ამავე დროს მედია საშუალებით ბოლო ხანებში ბევრი სისულელე დაიწერა.
დღეს, რამდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით, რომ თითქოს პორტუგალიელი კარანტინში იმყოფება.
როგორც მოგეხსენებათ დანიელე რუგანის გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა და იუვენტუსი სრული შემადგენლობით კარანტინში არის.
ამ წამისთვის არცერთი იტალიური წყარო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კრიშტიანო კარანტინში იმყოფება.
როგორც მოგეხსენებათ პორტუგალიელი ამ ეტაპზე მადეირაში დედასთან ერთად იმყოფება და სწორედ სამშობლოდან ადევნებს იტალიაში მიმდინარე პროცესებს თვალყურს.
სიახლეების გამოქვეყნებისთანავე ჩვენ სწორ და დამოწმებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.