ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გაბიადინი:”დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!”

დანიელე რუგანის შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ კორონავირუსი მანოლო გაბიადინისაც დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არცერთი ფეხბურთელის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

ეს თავად რუგანიმაც დაადასტურა, რომლის კომენტარს ჩვენს საიტზე უკვე იხილავდით და მას გაბიადინიმაც მიბაძა:

“უამრავი წერილი მივიღე და დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს გვერდში დგომისთვის.

მინდა გითხრათ, რომ თავს კარგად ვგრძნობ! მოგიწოდებთ, რომ ყველა წესს დაემორჩილოთ, დარჩეთ შინ და ყველაფერი კარგად იქნება!”

აქვე იტალიიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ლომბარდიის რეგიონში 126 ადამიანი გარდაიცვალა. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.