იუვენტუსის ოფიციალური გვერდი ახალ განცხადებას ავრცელებს

იუვენტუსი
იუვენტუსის ოფიციალური გვერდი განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
დანიელე რუგანის ტესტზე დადებითი პასუხის შემდეგ, რომელიც COVID 19-ზე გაკეთდა, კლუბის 121-მა თანამშრომელმა საკუთარი გადაწყვეტილებით თვითიზოლაციას მიმართა.
იუვენტუსი ემორჩილება სამთავრობო და ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებებს. თითოეული წევრი ზედმიწევნით შეასრულებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც ასეთ დროს უნდა განხორციელდეს.