ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფედერაციები უეფას წინააღმდეგ – ბრძოლა შედეგს იღებს?

UEFA

ჯერ კიდევ დღეს დილით გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც UEFA არ გეგმავდა ევროპის ჩემპიონატის დაწყების თარიღის შეცვლას. 

თუმცა, ფრანგული L’Equipe -ს მტკიცებით, მათ მაინც მოუწევთ არსებულ რეალობასთან შეგუება. 

დღეს, უკვე ცნობილი ხდება რომ დანიელე რუგანის გარდა კორონავირუსი სამპდორიას შემტევ მანოლო გაბიადინისაც დაუდასტურდა.

ამის გარდა, მადრიდის რეალის თითოეული ფეხბურთელი სრულად არის თვითიზოლაციაში მას შემდეგ, რაც საკალთბურთო გუნდის წევრს ზემოთხსენებული ვირუსი დაუდასტურდა.

17 მარტს უეფა საგანგებო შეხვედრას გამართავს, სადაც დიდი ალბათობით გაჟღერდება ევრო 2020-ს გადადება 2021 წლის ზაფხულისთვის.

როგორც იცით ჩემპიონატი რომში 12 ივნის უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მძიმე ფონიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ მოესწრება ამდენი საკლუბო შეხვედრის გამართვა, რადგან ახლა ფაქტიურად ყველგან ყველაფერი არის შეჩერებული.

თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია ეს გადადება ევროპულ საკლუბო ტურნირებს შეეხოს. აქ შესაძლოა უეფამ ორ მატჩიანი რაუნდების ნაცვლად ერთ შეხვედრიანი დაპირისპირებები ნეიტრალურ მოედანზე გამართოს.

დიახ, ეს ის სცენარია რაც ხეტაფე-ინტერზე იყო დაგეგმილი იქამდე, სანამ მილანელებს რუგანის გამო 14 დღიან კარანტინში მოათავსებდნენ. 

ეს ყოველივე ზუსტად 17 მარტის შემდეგ გახდება ცნობილი..

კარგია, რომ უეფამ პრობლემას ახლა მაინც შეხედა სერიოზული სახით. 

არ უნდა ავუაროთ გვერდი ჩვენთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემობას – ერთა ლიგის 1/2 ფინალური დაპირისპირება სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსებს უნდა შეხვედროდა. 

აღნიშნული შეხვედრა ჯერ ოფიციალურად არ გადადებულა და არც გულშემატკივრებისთვის დახურულა, როგორც ეს სხვადასხვა ვებ პორტალმა გაავრცელა. 

ეს იქნება კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც უეფა ყურადღებით განიხილავს. ფაქტია, რომ გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი არაფერია და უეფას მოუწევს სხვადასხვა ფედერაციების თხოვნასთან შეგუება!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
trackback

[…] L’Equipe -ს მიერ გუშინ გავრცელებულ ცნობებს ჩვენს გვერდზე უკვე წაიკითხავდით.  […]

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x