ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიელთა გეგმა მაურო იკარდის შესაძენად

მაურო იკარდი

ნეგატიური ხასიათის ინფორმაციებიდან, შეგვიძლია მცირედით მოვწყდეთ ამ მოვლენებს და საფეხბურთო თემატიკაზე გადავერთოთ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსი კიდევ ერთხელ ეცდება მაურო იკარდის შეძენას.

პსჟ-ს აქვს საშუალება არგენტინელი ფორვადი ინტერიდან 70 მილიონის სანაცვლოდ შეიძინოს, თუმცა თავად იკარდის ლიგა 1-ს დატოვება სურს, რადგან პარიზში ადაპტაცია ვერა და ვერ გაიარა. 

იუვე სწორედ ამ პროცესით სარგებლობას გეგმავს და მოლაპარაკებების დაწყებას არა ინტერთან, არამედ პარიზელებთან ეცდება. 

იტალიელთა გეგმის მიხედვით, პსჟ გამოისყიდის იკარდის, რომელსაც მომენტალურად ტურინელებს მიყიდის, თუმცა უკვე გაზრდილი თანხით.

სხვადასხვა მედია საშუალებების ინფორმაციით ეს თანხა დაახლოებით 85 მილიონ ევროს გაუტოლდება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x