ფიორენტინა კარანტინის პროცედურებს იწყებს
კორონა ვირუსი
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით ფიორენტინას მოთამაშეს დუშან ვლახოვიჩს კორონავირუსი დაუფიქსირდა.
ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და რაიმე მძიმე სიმპტომები არ აღენიშნება.
ამ ეტაპზე კლუბი წესდებიდან გამომდინარე, იზოლაციისთვის აუცილებელ პროცედურებს გადის. კარანტინში ყველა ის პიროვნება იქნება, რომლებიც მოთამაშესთან რაიმე სახის კონტაქტში იმყოფებოდნენ.