DistantiMauniti – იუვენტუსის ახალი კამპანია
იტალიაში იუვენტუსი იწყებს კამპანიას #DistantiMauniti რომელიც ეპიდემიის შედეგად მიყენებული კრიზისის რეაბილიტირებას უნდა მოხმარდეს.
ტვიტერის საკუთარ გვერდზე ანდრეა ანიელი სპეციალურ ვიდეო მიმართვას აქვეყნებს:
“ეს არის მძიმე პერიოდი, რომელსაც ყველანი ერთად მტკიცედ გავუმკლავდებით!
საგანგებო რეჟიმში მყოფები ვიწყებთ საჭირო თანხების შეგროვებას, რათა საკუთარი წვლილი შევიტანოთ შექმნილი მდგომარეობის დასაძლევად.
ჩვენ ახლა პირველ რიგში მთავარი რამ უნდა შევასრულოთ – ყველანი სახლებში უნდა დავრჩეთ და სიტუაციას მშვიდად ვადევნოთ თვალყური.
გუშინდელი საღამოდან თავადაც თვითიზოლაციაზე გადავედი, მაგრამ ასეთ პერიოდშიც შეგვიძლია კარგი და პროდუქტიული საქმეების კეთება.
სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს კამპანია და ერთად, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ”.