კორონავირუსი სამპდორიას კიდევ 4 ფეხბურთელს დაუდასტურდა
სამწუხაროდ სამპდორიაში მანოლო გაბიადინის გარდა კორონავირუსი კიდევ 4 ფეხბურთელს დაუდასტურდა.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, სპეციალური ტესტის შემდეგ დადებითი პასუხი ომარ კოლის, ალბინ ეკდალს, ანტონიო ლა გუმინას და მორტენ ტორსბის დაუფიქსირდათ.
შესაბამისად, ახლა გუნდი სრულად არის იზოლირებული, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობამ ყველა საჭირო პროცედურა უზრუნველყო რომელიც ამ დროს არის აუცილებელი.
კლუბის ოფიციალური პრეს რელიზში ნათქვამია, რომ მოთამაშეები თავს კარგად გრძნობენ და ახლა იზოლირებულები არიან.