ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორიგი Fake News -ი იუვენტუსის ფეხბურთელებზე

სამწუხაროა, მაგრამ ამ მძიმე ეპიდემიურ სიტუაციაშიც კი არიან ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ შექმნილ ვითარებას და მიზანმიმართულად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციებს..

მიზეზი სხვადასხვაა და ძირითადად იაფასიანი პოპულისტური სათაურებით “კლიკები”-ს დაფიქსირება ან უბრალოდ საკუთარი თავის წარმოჩენა.. შესაძლოა ნეგატიური თვალსაზრისით, მაგრამ მაინც..

ასე მაგალითად, გუშინ გვიან ღამით El Nacional -მა გაავრცელა ცნობა, რომ პაულო დიბალას covid19 -ზე დადებითი პასუხი ქონდა. 

ზემოთხსენებული წყარო უფრო შორს წავიდა და ხმამაღლა აცხადებდა, რომ გონსალო იგუაინის შემთხვევაშიც კი იყო გარკვეული საფრთხე და დიდი ალბათობით, ფეხბურთელთან ახლო კონტაქტის გამო კორონავირუსი მასაც ქონდა.

დილას რამდენიმე საიტზე გადავამოწმეთ აღნიშნული ცნობა, სადაც ამ თემაზე ერთი სიტყვაც კი არ იყო დაწერილი.

მოგვიანებით, ამ ავტორიტეტულმა აპენინურმა გამომცემლობებმა უარყვეს აღნიშნული ცნობები. ეს არის მორიგი Fake News -ი ამიტომაც სანამ რაიმეს გაავრცელებთ უმჯობესია გადამოწმდეს..

დღევანდელ ვითარებაში ნებისმიერ სფეროში ეს არის აუცილებელი, რადგან თავიდან იყოს აცილებული იაფასიანი პროპაგანდა, უაზრო შიშები და ასე შემდეგ. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x