ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მირალემ პიანიჩს შესაძლოა კარისკენ მიუთითონ..

იუვენტუსი სერიოზულად ფიქრობს მირალემ პიანიჩის გასხვისებაზე, მას შემდეგ რაც მან ვერ გაართვა თავი მაურისიო სარის მოთხოვნებს.

ბოსნიელ შუახაზელს დიდი როლი უნდა ეთამაშა მის ტაქტიკურ მოდულში, თუმცა გუნდმა მის გარეშე უფრო აჩვენა დამაჯერებელი შედეგი, ვიდრე მირალემთან ერთად.

ამიტომაც ბოლო ხანებში მაურისიო ფსონს როდრიგო ბენტანკურზე აკეთებს..

იტალიური მედიის მტკიცებით სანამ ეპიდემია იფეთქებდა და გუნდებს საწვრთნელ პროცესაც აუკრძალავდნენ, გუნდის თავკაცი ურუგვაელს სწორედ ამ პოზიციაზე ტესტავდა. 

ბენტანკურმა თავად მოედანზეც არაერთხელ იასპარეზა რეჯისტაზე და ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.

როდრიგოს მთავარი მინუსი სტაბილურობაა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. გამოცდილებასთან ერთად სტაბილურობაც მოვა, მთავარია რომ მუშაობა გააგრძელოს და ერთი შეხედვით სამხრეთ ამერიკელი არ ჩანს ისეთი ბიჭი, რომელიც საქმეს შუა გზაზე მიაგდებს.

პიანიჩის სამსახურით კი პსჟ დაინტერესდა.. ლეონარდო დიდი ხანია მისით ინტერესდება.. წესით მირალემი ტრავმებით გაწამებულ მარკო ვერატის შეეშველება, რომელიც ხშირად იმყოფება ლაზარეთში, რითაც გუნდი ხარისხს კარგავს..

არაა გამორიცხული მხარეებმა ბარტერის სახითაც გამონახონ საერთო ენა.. არავისთვის არის სიახლე, რომ ტურინს მაურო იკარდი სურს.. მისი ღირებულება 70-80 მილიონს შეადგენს..

თავის მხრივ პიანიჩს იტალიელები 60-70 მილიონად აფასებენ.. თუ მხარეები ღირებულებაზე შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინ საქმე შესაძლოა მართლაც დაიხუროს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
OMAR SIVORI
4 years ago

ამოწურა მირალემმა თავი ჩვენთან, დროა წასვლის!!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x