ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განახლებული ცნობები იტალიური სპორტული ცხოვრებიდან

Alianz Stadium

კორონავირუსის ეპიდემია ევროპაში სულ უფრო და უფრო იზრდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეს ვირუსი ოფიციალურად ცნო პანდემიად და მთელი რიგი ქვეყნები სანაგებო რეჟიმზე გადადიან.

ამასობაში დღეს იტალიაში Convid-19 სერია ა-ს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დაუდასტურდა..

ფიორენტინას ორ მოთამაშეს ტესტზე დადებითი შედეგი ქონდათ.. საუბარი ეხება პატრიკ კუტრონეს და ჰერმან პაცელას.. 

ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს და სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ყურადღებისთვის მადლობაც გადაუხადეს.

სამპდორიამ დღეს საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღარ აპირებს ინფორმაციის გასაჯაროებას თუ რომელიმე მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა. გუნდი მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

ჩვენი საიტის ერთგული მკითხველისთვის არ იქნება უცხო ინფორმაცია, რომ 17 მარტს უეფა საგანგებო თათბირს გამართავს.

საქმე მოახლოებულ სანაკრებო მატჩებს უნდა დაეთმოს, რადგან საკლუბო დონეზე ტურინების გადადება უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

ამჯერად განსჯის საგანი ერთა ლიგის და ამხანაგური შეხვედრების ბედია. იტალიელებმა უკვე დაადასტურეს, რომ გერმანიასთან და ინგლისთან დაგეგმილი ტესტ შეხვედრები რომელიც 27 – 31 მარტს უნდა გამართულიყო გაუქმდა. 

ბუნებრივია მთავარი კითხვები ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატს უკავშირდება.. დიდი ალბათობით უეფა მასაც გადადებს და წინასწარი პროგნოზით ის 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x