ლეგა სერია ა ახალ კალენდარს ამზადებს
დღეს, ერთბაშად რამდენიმე სანდო იტალიურმა წყარომ სერია ა-ს ახალ კალენდართან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს.
ლეგა სერია ა-ს მესვეურები აქტიურად მუშაობენ და იმედს გამოთქვამენ, რომ სეზონი 2 მაისს განახლდება, რომელიც დაახლოებით 30 ივნისისთვის დასრულდება.
მართალია ოფიციალური დებულებით კალჩო 3 აპრილამდე არის შეჩერებული, თუმცა უკანასკნელი დღეების მანძილზე კორონავირუსი 11 ფეხბურთელს დაუფიქსირდა, ხოლო ქვეყანა კვლავინდებურად საგანგებო რეჟიმში იმყოფება.
აქდან გამომდინარე მარტივი სავარაუდოა, რომ ფეხბურთი მინიმუმ კიდევ ერთი თვით გადაიწევს.
ახალი კალენდრის მიხედვით, თუ სიტუაცია დასტაბილურდა და მართლაც განახლდა იმ თარიღით რაც ზემოთ წერია, მაშინ გუნდები 9 ტურს შესაბამისი რაოდენოების უქმეებზე გამართავენ, ხოლო 3 ტურს შუა კვირაში.
მოცემული ციფრებით მართლაც არის შესაძლებელი, რომ ჩემპიონატი ივნისის ბოლოს დასრულდეს.
ორგანიზატორებს აქვთ შესაძლებლობა ასეთი დაგეგმვის, რადგან 99%-ით უეფა 17 მარტს ევროპის ჩემპიონატს 2021 წლისთვის გადადებს, რითაც წამყვან საკლუბო ჩემპიონატებს თავისუფალ ფანჯარას გამოუყოფს პირველობების დასასრულებლად.