ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუს ისტორია სასტუმროს გადაკეთებაზე Fake News -ია!

დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს კრიშტიანო რონალდუს საკუთრებაში არსებული სასტუმროების ქსელი მზად იყო პროფილი შეეცვალა და ჰოსპიტალად გადაკეთებულიყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლოებას მოემსახურებოდა ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.

უშუალოდ ინფორმაცია, ერთ-ერთმა პორტუგალიურმა წყარომ Arena Desportiva -მ გაავრცელა.. მალევე ცნობები ესპანურმა Marca დაადასტურა.

შესაბამისად, ამ ცნობებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედია საშუალება აზიარებდა და მთავარ წყაროდ მარკას უთითებდნენ.

თავისმხრივ ჩვენ უფრო მეტად იტალიურ გამომცემლობებს ვენდობით და ამიტომაც არ გამოვაქვეყნეთ სიახლე. 

სოციალურ ქსელში დიდი სიფრთხილით განვათავსეთ, რომ გაჩნდა ასეთი ცნობა, თუმცა ხაზი გავუსვით რომ ის არ იყო დადასტურებული. 

ბოლო ხანებში მედია საშუალებები ძალიან ბევრ ეგრეთ წოდებულ “Fake News” -ებს აქვეყნებენ და ზემოთხსენებულიც უკვე ოფიციალურად შევიდა მათ რიცხვში.

საქმე იმაშია, რომ კრიშტიანო რონალდუს გარემოცვამ და ასევე პაულო კარვალიოს ცნობით, რომელიც გახლავთ Essencia Humana -ს ასოციაციის პრეზიდენტი, კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია. 

ეს ის პიროვნებაა, რომელიც რონალდუს ამ ამბავზე ფიგურირებდა.. ეს ადამიანი უნდა გამხდარიყო ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე.

ჩვენ, ვაგრძელებთ 24/7 -ზე მუშაობას და ტრადიციულად, მხოლოდ იმ ცნობებს შემოგთავაზებთ, რომელიც დადასტურებული იქნება გაცილებით სანდო წყაროების მხრიდან. 

ასევე უსწრაფესად მიიღებთ ინფორმაციას სიახლეებზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სრულად იყოთ ინფორმირებული მიმდინარე პროცსებზე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x