ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინგლისური და ჰოლანდიური მედია იუნაიტედთან დაკავშირებით

პოლ პოგბა

დღეს, ერთბაშად ჰოლანდიურმა და ინგლისურმა გამომცემლობებმა მანჩესტერ იუნაიტედთან დაკავშირებით საინტერესო ცნობები გაავრცელეს.

როგორც ირკვევა ინგლისელები უკვე შეგუებულები არიან იმ ფაქტს, რომ ზაფხულში მათი გუნდის რიგებს ფრანგი პოლ პოგბა დატოვებს.

თავის მხრივ მანჩესტერლები, გამალებით ეძებენ მის შემცვლელს და ერთ-ერთ ასეთ ვარიანტს ჰოლანდიაში განიხილავს.

კერძოდ, საქმე ამსტერდამის აიაქსში მყოფ დონი ვან დენ ბეკს ეხება, რომლის გადაბირება ზაფხულშიც არაერთ გუნდს, სურდა მაგრამ დე იონგის ბარსაში გასხვისების შემდეგ, მისი ტრანსფერი აღარ განიხილებოდა. 

რაც შეეხება პოგბას – არავისთვის არის სიახლე, რომ მისი ხელში ჩაგდების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტი ტურინული გრანდია, რომელსაც კონკურენციას რეალიც გაუწევს..

სხვათაშორის მადრიდული კლუბი მანჩესტერსაც შეეცილება იმავე ვან დენ ბეკის ტრანსფერზე.. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x