ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იფფ -ს პრეზიდენტი UEFA -ს ხვალინდელ საგანგებო შეხვედრაზე

გაბრიელ გრავინა

ხვალ, როგორც მოგეხსენებათ UEFA ევროპის ქვეყნების 55 წარმომადგენელთან ვიდეო კონფერენციას გამართავს.

საკითხები შეეხება როგორც ჩემპიონთა ლიგას, ევროპა ლიგას და ერთა ლიგის პლეი-ოფებს, ასევე ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატს.

აპენინელი ჟურნალისტები იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გაბრიელ გრავინას დაუკავშირდნენ და მასთან ინტერვიუ ჩაწერეს:

“ჩვენ ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ. საუბრები ევროპის ჩემპიონატის ნოემბერსა და დეკემბერში გამართვაზე, არის მხოლოდ მოსაზრებები და მეტი არაფერი..

ანალოგიური ეხება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებს, რომელიც შესაძლოა ერთ მატჩიანი გახდეს, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. 

სამყარო შეიცვალა და ეს ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ.. ჩვენმა ქვეყნამ ძლიერი დარტყმა მიიღო და ასეთ დროს სხვა რამეზე ფოკუსირება სწორი არ იქნებოდა.

თუმცა, დარწმუნებული ვარ პანდემია და ეს არასასიამოვნო პერიოდი, გაგვაძლიერებს და რაღაც კარგს დატოვებს ყოველ ჩვენთაგანში. 

საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით ახლა რაიმეს პროგნოზი რთულია.. 3 აპრილი არის მინიმალური თარიღი, რის გამოც გამოვთქვი ვარაუდი რომ უფრო რეალისტური მაისში გაგრძელება იქნებოდა.. 

მაგრამ როგორც უკვე გითხარით ეს არის მხოლოდ მოსაზრებებია.. საჭირო სიტუაციას დაველოდოთ და შევხედოთ, როგორი ტენდეცია იქნება..

იტალიის თასსთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.. სიმართლე გითხრათ მასსზე არ გვისაუბრია, რადგან პრიორიტეტში სხვა გათამაშებებია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x