ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფელიშის მადრიდული პრობლემები და შესაძლო გამოსავალი

ჟოაო ფელიში მადრიდის ატლეტიკომდე იუვენტუსის უმთავრეს სატრანსფერო მიზნად სახელდებოდა.

თუმცა, კლუბმა დაცვის ხაზის გაძლიერება უპირატეს ადგილზე დააყენა და ის სახსრები, რაც გამოყოფილიყო მატეის დე ლიხტის ხელში ჩასაგდებად იქნა გაღებული.

ფელიში კი თავის მხრივ მადრიდში ანტოან გრიზმანის შემცვლელად ატლეტიკოში გადაბარგდა.

საქმეები თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ დიეგო სიმეონეს ტაქტიკური მოთხოვნილებიდან გამომდინარე ჟოაოს ადაპტაცია სულ უფრო და უფრო უჭირდა.

მანამ სანამ მსოფლიო პანდემიის ტყვეობაში მოექცეოდა ფელიში მინდორზე სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა, რითაც გარკეულ ხმებს დაუდო სათავე.

კერძოდ, ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფელიში გუნდიდან წასვლას ეცდება და აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ აგენტს – ჟორჟ მენდეშს უკვე მიაწოდა. 

ერთ-ერთ ვარიანტად კვლავინდებურად სახელდება იუვენტუსი.. არავისთვის არის დასამალი, რომ ახალგაზრდა ტალანტი კრიშტიანო რონალდუს აღმერთებს და მასთან ერთად თამაში წყურია..

შესაძლოა ბიანკონერიმ მართლაც ისარგებლოს აღნიშნული ვარიანტით, თუმცა კონკურენცია დიდი იქნება.. ფეხბურთელით ინგლისური გრანდები და ასევე გერმანული ბაიერნი ინტერესდება.. 

3 thoughts on “ფელიშის მადრიდული პრობლემები და შესაძლო გამოსავალი

    1. ნუ ეგ ისეთი სულელური ჭორია რომ დაწერაც არ ღირს :D აი ფელიში იდეას მოკლებული არ არის.. მართლა ცუდად აქვს იქ საქმე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.