ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო:”პოგბას თავიდანვე ვუთხარი, რომ შეცდომას უშვებდა”

კლაუდიო მარკიზიო

კლაუდიო მარკიზიოსთან ინტერვიუ ტუტოსპორტის ჟურნალისტმა ჩაწერა:

“სერია ა-ში სიტუაცია საინტერესოდ გამოიყურება და ახლა მნიშვნელოვანია ის გავიგოთ, ვინ როგორ გამოიყენებს ამ იძულებით შესვენებას.. როგორი განწყობით დაბრუნდებიან ფეხბურთელები..

იუვენტუსმა ინტერთან ფანტასტიკური შთაბეჭდილება დატოვა.. გუნდს მომატებული ქონდა ყველა კომპონენტში.. იგრძნობოდა ის რესურსი რაც მათ ახლა გააჩნიათ. 

ამ მხრივ ბუნებრივია პირველ ადგილზე იმყოფებიან.. თუმცა, ლაციოს პირობითად სათასო მატჩები არ ექნება გასამართი, რაც გასათვალისწინებელი ასპექტია.

პოლ პოგბას იუვენტუსში დაბრუნება შთამბეჭდავი იქნება, რადგან ეს ის შემთხვევაა როდესაც ორივე მხარე მოგებული დარჩება.

ჯერ კიდევ იუნაიტედში გადასვლამდე ვუთხარი, რომ დიდ შეცდომას უშვებდა და მისი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელისთვის, უმჯობესი ესპანეთში გადასვლა იქნებოდა. 

ვითარება რომელიც ქვეყანაშია საკმაოდ მძიმეა და ჩვენ ყველანი ვართ ვალდებულები ასეთ დროს პირადი საქმეები გვერდით გადავდოთ..

მამობიდან, პოლიციელობაზე გადავდივარ, რადგან ბავშვები იზრდებიან და მათი საქციელიც უკვე გასაკონტროლებელი ხდება.. საქმეებს კი როგორც უკვე ვთქვი ვცდილობ სახლიდან ვუხელმძღვანელო.

მსურს დანიელე რუგანის და ბლეზ მატუიდის სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო.. ამ პერიოდში შესაძლებლობებიდან გამომდინარე მათთან ახლოს ვიმყოფები და მუდმივად ვიგებ ინფორმაციას. 

უეფასგან მთავარი იყო, რომ რეალობისთვის თვალი გაესწორებინათ და მადლობა რომ ეს ასეც მოხდა..

ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს გაიმართება, რაც გვაძლევს საშუალებას ჩემპიონატი მშვიდ ტემპში დავასრულოთ. 

კალენდარში ცვლილება არამარტო სიტუაციიდან გამომდინარე იყო აუცილებელი, არამედ თავად ფეხბურთელების ჯანმრთელობისთვის.. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრავმების და ფსიქოლოგიური პრობლემებიც რიცხვი მკვეთრად გაიზრდებოდა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x