ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შკრინიარი საუკეთესო შემტევებს და მცველებს ასახელებს

მილან შკრინიარი კრიშტიანო რონალდუს თაყვანისმცემელია.. ინტერის მცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა:

“რთული მდგომარეობაა, მაგრამ სწორედ ახლა გვჭირდება ერთ მუშტად შეკვრა და ისე მოქმედება, როგორც ეს მინდორზე ხდება. 

სახლში მეგობარ გოგოსთან და ჩვენს ორ ძაღლთან ერთად ვართ.. ვთამაშობთ ვიდეო თამაშებს, ვუყურებთ ტელევიზორს და განვაგრძობ იმ სამწვრთნელო პროცესით ვარჯიშს, რომელიც კლუბმა შეიმუშავა. 

ხშირად მესმის აივნიდან როგორ მღერიან.. ეს სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფრაზები ჩემთვის უცნობია. 

დიახ, კრიშტიანოს ფეხბურთით ბავშობიდანვე მოვიწამლე.. პორტუგალიელი ფენომენალურია და მას მუდამ ვქომაგობდი..

ფორვარდებზე როდესაც მეკითხებიან, არის ოთხეული რომელთა წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ყველაზე დიდი თავისტკივილია.. რონალდუს მხარდამხარ ასეთები ლეო მესი, კილიან მბაპე და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან.

შვედს პირველად მილანურ დერბიში გადავეყარე და ეს კარგი გამოცდილება იყო. 

საუკეთესო მცველებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია – სერხიო რამოსი საუკეთესოა.. ასევე კარგია ვირჯილ ვან დეიკი და კალიდუ კულიბალი.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x